ნოტარიუსთა პალატამ თანამშრომლობის მემორანდუმი კიდევ ერთ უნივერსიტეტთან გააფორმა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ და  საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა  თეიმურაზ ქორიძემ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.  ამასთან, ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექციაც წაიკითხვა და მათ ნოტარიატის მიღწევები და სიახლეები გააცნო. სტუდენტთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია სანოტარო მოქმედებების ონლაინ რეჟიმში შესრულების პრაქტიკამ.
საუბარი შეეხო, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს ახალ პროექტს „იუსტიციის სახლსაც“ და იმ სერვისებს, რომელსაც ნოტარიუსთა პალატა მოქალაქეებს იუსტიციის სახლიდან გაუწევს. იუსტიციის სახლებში მოქალაქეები ნოტარიუსთა პალატის არქივის მომსახურებასა და იურიდიულ კონსულტაციებს მიიღებენ.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიული მომზადებისათვის ხელის შეწყობასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას.  როგორც  ნინო ხოფერიამ განაცხადა, სტუდენტებს საშუალება ექნებათ, სანოტარო ბიუროებში პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ, რაც მათ სამომავლოდ პროფესიულ წინსვლაში შეუწყობს ხელს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გააფორმა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტთან.
ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 28 სტუნდენტმა სანოტარო ბიუროებში ორთვიანი პრაქტიკული სწავლება უკვე გაიარა და შესაბამისი სერტიფიკატებიც მიიღო.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში