იუსტიციის სახლი - სახელმწიფო სერვისების ქართული ბრენდი

16 მაისს სასტუმრო „რედისონში“ იუსტიციის სამინისტროს ახალი პროექტის იუსტიციის სახლის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, მთავრობის სხვა წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
სტუმრებს წარუდგინეს იუსტიციის სახლის ბრენდის ატრიბუტიკა - ლოგო, სლოგანი, ვებ-გვერდი www.house.gov.ge ,კორპორატიული ფერი და თანამშრომელთა ჩაცმულობა, საიმიჯო ვიდეო-რგოლი.
იუსტიციის სახლი არის იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულება. ეს არის სახელმწიფო მომსახურების განსხვავებული სტრატეგია, მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული და ბიზნეს ლოგიკით აწყობილი, ერთ კონცეფციაში გაერთიანებული სერვისები.
იუსტიციის სახლში სხვადასხვა სტრუქტურის სერვისების მიღება მოქალაქეებისათვის ერთი ფანჯრის პინციპითაა შესაძლებელი. აქ მომხმარებელს შეუძლია, ერთდროულად მიიღოს ნოტარიუსთა პალატის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საკანონმდებლო მაცნესა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის სერვისები.
საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი ბათუმში მაისის ბოლოს გაიხსნება. აქ ნოტარისუთა პალატის არქივი განთავსდება და მოქალაქეები უფლებამოსილებაშეჩერებული და გარდაცვილილი ნოტარიუსების მიერ ნაწარმოები სანოტარო დოკუმენტაციის დამოწმებულ ასლებს მაისიდან უკვე ბათუმის იუსტიციის სახლშიც მიიღებენ.
მიმდინარე წელს იგეგმება იუსტიციის სახლების გახსნა რუსთავში, ქუთაისში, მესტიაში. თბილისში  ის 2012 წლიდან ამოქმედდება. თბილისის იუსტიციის სახლში კი ნოტარიუსთა პალატა, არქივის მომსახურებასთან ერთად, მოქალაქეებს სამართლებრივ კონსულტაციებსაც გაუწევს.
იუსტიციის სახლის გარემო მყუდრო, სასიამოვნო და  კომფორტული იქნება.   მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და კეთილგანწყობილი პერსონალი  მომხმარებლთა  თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში