საქართველოს ნოტარიუსთა პალატა საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“  იუსტიციის მინისტრმა  თეა წულუკიანმა ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენცია  ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის საერთაშორისო ნოტარიალური თანამშრომლობის კომისიის პრეზიდენტთან  მიშელ მერლოტისთან,  ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპული საკითხების კომიტეტის პრეზიდენტთან - პიერ ბეკესთან და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე - ნინო ხოფერიასთან ერთად გახსნა. 
კონფერენციის  ფარგლებში    მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: საქართველოში ნოტარიატის ორგანიზება - გადასვლა სამოქალაქო მოხელიდან ლიბერალურ პროფესიამდე; UINL-ის წევრი სახელმწიფოების ნოტარიატების ორგანიზება: პროფესიისადმი ხელმისაწვდომობა, ნოტარიუსთა რაოდენობის რეგულაცია, სანოტარო ბიუროების ტერიტორიული განაწილება, ნოტარიუსთა პალატების როლი; ნოტარიუსთა ეთიკის ძირითადი პრინციპები; სანოტარო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მეთოდები; ელექტრონული ნოტარიატის სისტემა. „ქართველი ნოტარიუსები ჩვენთან ერთად აშენებენ ახალ სახელმწიფოს, სადაც ნოტარიუსის როლი მოქალაქეზე უნდა იყოს მორგებული. ნებისმიერი ქმედება, რომელიც განხორციელდება ნოტარიუსის მიერ, მოქალაქეს უნდა აძლევდეს განცდას, რომ ის დაცულია“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. თავის მხრვი კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ, ნინო ხოფერიამ: „ასეთი მასშტაბის კონფერენცია საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სტანდარტების გაღრმავებისთვის “ - აცხადებს ხოფერია
კონფერენციას მსოფლიოს 15 ქვეყნის (შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ლატვია, ყაზახეთი, უკრაინა, მოლდოვა, ესტონეთი, სომხეთი, ლიტვა, რუსეთი) ნოტარიატების 60 წარმომადგენელი დაესწრო. აღნიშნული ქვეყნების უმრავლესობა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრია. 
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრებმა, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ხელმძღვანელობამ.
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირი 1948 წელს დაარსდა და დღეს უკვე მსოფლიოს 86 ქვეყნის ნოტარიატებს აერთიანებს. საქართელოს ნოტარიუსთა პალატა კავშირის წევრი 2007 წელს გახდა. 
საერთაშორისო კონფერენციები საქართველოში 2010-2012 წლებშიც ჩატარდა, მაგრამ წლევანდელი კონფერენცია ბევრად მასშტაბურია. აღნიშნულ კონფერენციას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ნოტარიატის იმიჯის ამაღლების, საერთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებისა და ზოგადად, ნოტარიატის სისტემის განვიათარებისთვის.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში