საქართველოსა და სომხეთის ნოტარიუსთა პალატებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია, სომხეთის ნოტარიუსთა პალატის მიწვევით, ქალაქ დილიჟანში იმყოფებოდა. საქართველოსა და სომხეთის ნოტარიუსთა პალატებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ქართველ და სომეხ ნოტარიუსებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სანოტარო საქმიანობაში დანერგილი სიახლეებისა და მიღწევების გაზიარებას ითვალისწინებს. 
გასული წლის დეკემბერში, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ორგანიზებით, ბათუმში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სომხეთის დელეგაციის წევრი ნოტარიუსები ქართული ნოტარიატის მიღწევებმა და აქ დანერგილმა საკანონმდებლო სიახლეებმა საკმაოდ დააინტერესა, რაც სამომავლოდ ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღმავების მიზეზი გახდა.
ქართული დელეგაციის წევრებმა სომეხ კოლეგებს კიდევ ერთხელ გააცნეს სანოტარო საქმიანობაში დანერგილი სიახლეები.  ამჯერადაც ადგილობრივი ნოტარიუსების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ონლაინ მომსახურებამ, რაც საქართველოში გასული წლის დეკემბერში დაინერგა და რამაც სანოტარო მომსახურება მნიშვნელოვნად გაამარტივა. აღსანიშნავია, რომ საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტარო მოქმედება ინტერნეტის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში სრულდება.
საუბარი შეეხო, აგრეთვე, კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს - იუსტიციის სახლს, სადაც ნოტარიუსთა პალატის არქივიც განთავსდება და მოქალაქეებს იუსტიციის სამინისტროში შემავალ დანარჩენ სამსახურებთან ერთად მოემსახურება. მასპინძლები  აღნიშნულმა სიხალემ, იმდენად დააინტერესა, რომ  იუსტიციის სახლის ნახვის სურვილი გამოთქვეს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აქტიურად თანამშრომლობს  სხვა და სხვა ქვეყნის ნოტარიუსებთან. 2007 წლიდან იგი ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყანაა და სისტემატურად მონაწილეობს ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციებში. ამასთან, ამა წლის ივნისში საქართველოში იგეგმება ნოტარიუსთა საერთაშორისო კიდევ ერთი კონფერენცია, რომელზეც  პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნოტარიუსთა გარდა, ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიუსებიც მიიღებენ მონაწილეობას.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში