„ჩვენ ერთი სახლი გვაქვს“ - ერთობლივი აქცია მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დასახმარებლად

17 აპრილს იუსტიციის სამინიტროს ორგანიზებით მოწყობილ საქველმოქმედო აქციაში, სამინისტროში შემავალ სამსახურებთან ერთად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატაც მონაწილეობდა. აქცია სახელწოდებით: „ჩვენ ერთი სახლი გვაქვს“ ბამბის რიგის ქუჩაზე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მხარდასაჭერად გაიმართა.
იუსტიციისა და მასში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლებმა აქციისთვის ქუჩის მოწყობა დილიდანვე დაიწყეს. გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, სადაც ხელნაკეთი ნივთები, წიგნები, კალენდრები... გაიყიდა. ადგილზე დამზადდა და და გაიყიდა კოქტეილები. ჩატარდა აუქციონი, სადაც ცნობილი ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის წიგნები მწერლის ავტოგრაფით, ასევე, მომღერლებისა და სხვა ცნობილი ადამიანების ნაქონი ნივთები გაიყიდა. 13 საათიდან დაიწყო კონცერტიც, სადაც ცნობილი მომღერლები: „ზუმბა“, სოფო ხალვაში, ნოდიკო ტატიშვილი, ქეთი ორჯონიკიძე და სხვები მონაწილეობდნენ, აქციაში ჩართულნი იყვნენ, აგრეთვე, მოძრაობის თეატრის მსახიობები, პროექტ „ნიჭიერის“ კონკურსანტები, ახალგაზრდა მხატვრები და პოეტები, უმაღლესი სასწავლებლების სტუნდეტები. 
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა მთლიანად მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს მოხმარდება. „ეს აქცია იუსტიციის სამინისტროს მასშტაბური პროექტის „იუსტიციის სახლის“ შემადგენელი ნაწილია. „იუსტიციის სახლის“ მიზანს სწორედ თითეულ მოქალაქეზე ორიენტირებული მომსახურება წარმოადგენს,“ - განაცხადა ვაშაძემ.
ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის ნინოს ხოფერიას განცხადებით, ქველმოქმედება ნოტარიუსთა პალატის  ცხოვრების წესად იქცა. ნოტარიუსთა პალატა სისტემატურად ეხმარება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მოხუცთა თავშესაფრებს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში