ელექტრონული ბაზები მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ელექტრონულ ბაზებს კიდევ ერთი - ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა ელექტრონული რეესტრი შეემატა.
მსოფლიო მასშტაბით ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა მონაცემებს
გაერო-ს უშიშროების საბჭო გადმოსცემს საქართველოს სამთავრობო კომისიას. შემდეგ, ამ დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს საქალაქო სასამართლო ყადაღას ადებს ტერორისტთა ქონებას. ნოტარიუსთა პალატამ აღნიშნული მონაცემები მოიპოვა და ელექტრონულ ბაზაში დაარეგისტრირა.
ამ მონაცემებს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა იყენებს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
საქართველოში ჩამოსული უცხოელები ადგილობრივ ნოტარიუსებს ხშირად მიმართავენ სანოტარო მოქმედების შესრულებისთვის. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნოტარიუსებსაც უკვე აქვთ საშუალება, ტერორისტების ერთიანი ელექტრონული ბაზით ისარგებლონ და კლიენტის მონაცემები გადაამოწმონ.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. მოქალაქეთა უფლებებისა და ქონების დასაცავად ნოტარიუსთა პალატამ ბოლო წლებში არაერთი სერვისი დანერგა და ელექტრონული ბაზა შექმნა. ამავე მიზანს ემსახურება სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირთა ელექტრონული ბაზაც. სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ საქართველოს სრულწლოვან 3600-მდე მოქალაქის მონაცემები ნოტარიუსთა პალატას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გადმოსცა. სამინისტროს ეს მონაცემები ქაღალდზე ჰქონდა და პალატის თანმაშრომლებმა ელექტრონულ ბაზაში დაარეგისტრირეს.
ნოტარიუსი, ნებისმიერი სანოტარო მოქმედების შესრულებისას, ამოწმებს მონაწილე პირთა ქმედუნარიანობას მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით. გადამოწმება განსაკუთრებით აქტუალურია გარიგებების (იპოთეკის, ნასყიდობის, სესხის.... ხელშკერულების) გაფორმების დროს. აღნიშნული ელექტრონული ბაზის შექმნა ნოტარიუსს მნიშვნელოვნად უადვილებს სანოტარო საქმიანობას, შესაბამისად, მარტივდება მოქალაქეთა (მათ შორის ქმედუუნარო მოქალაქეების) დაცვაც მოსალოდნელი რისკებისგან.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599