საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის კავშირის მესამე საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია 23-25 მარტს კუბის დედაქალაქ ჰავანაში დაგეგმილ ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის   მესამე საერთაშორისო კონგრესსა და კუბელი ნოტარიუსების მერვე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
კონგრესის მთავარი თემაა სამართლებრივი უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებით დღევანდელ მოფლიოში არსებული პრობლემები.  კონგრესზე განიხილავენ, აგრეთვე, სანოტარო ბიუროების კომპიუტერიზაციის პროცესსა და უძრავი ქონების სარეგისტრაციო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებს.
კუბელი ნოტარიუსების მერვე საერთაშორისო კონფერენციის მთავარ თემას კი ნოტარიუსთა საქმიანობისას წარმოშობილი პრობლემები წარმოადგენს. 
26 მარტს კი დაგეგმილია შეხვედრა  ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის ამერიკის საქმეთა კომისიის წევრებთან.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე კოლეგებს ქართული ნოტარიატის მიღწევებს, კანონმდებლობასა და სანოტარო საქმიანობაში დანერგილ ცვლილებებსა და სიახლეებს გააცნობს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირში 2007 წლიდან გაწევრიანდა და ხშირად მონაწილეობს კავშირის წევრი ქვეყნების საერთაშორისო კონფერენციებში. წელს პალატა ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელშიც ჩაერთო, რაც ქართველ ნოტარიუსებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ სხვა ქვეყნების სანოტარო სისტემას, გაიზიარონ კოლეგების გამოცდილება და მათაც გააცნონ ქართული ნოტარიატის მიღწევები და სიახლეები.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში