ნოტარიუსთა პალატამ თანამშრომლობის მემორანდუმი კიდევ ერთ უნივერსიტეტთან გააფორმა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს შორის დღეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მათიაშვილმა.
ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებსაც შეხვდნენ და მათ სანოტარო კანონმდებლობასა და საქმიანობაში დანერგილ სიახლეებსა და ცვლილებებზე ესაუბრნენ.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის ნინო ხოფერიას განცხადებით, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს სტუდენტების პროფესიული მომზადებისათვის ხელის შეწყობას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას.  „საქართველოს ნოტარიუსთა პალატა გამოთქვამს მზადყოფნას, სისტემატურად მოაწყოს შეხვედრები და სემინარები სტუდენტებთან, ამასთან, მათ მისცეს შესაძლებლობა პრაქტიკული სწავლება ნოტარიუსთა პალატასა და სანოტარო ბიუროებში გაიარონ,“ - აღნიშნა ხოფერიამ.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გააფორმა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. მემორანდუმის საფუძველზე, ტექნიკური უნივერსიტეტის 37 სტუდენტი პრაქტიკულ სწავლებას სანოტარო ბიუროებში უკვე გადის. იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის პრაქტიკული სწავლება სისტემატური გახდება, რაც სამომავლოდ, მათ დასაქმებასა და პროფესიულ წინსვლას შეუწყობს ხელს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში