ონლაინ სანოტარო სერვისებზე მოთხოვნა ყოველწიულად იზრდება
2014 წლის ექვს თვეში საქართველოს ტერიტორიაზე, ინტერნეტის მეშვეობით, 24 204 სანოტარო აქტი დამოწმდა. ონლაინში შესრულებული სანოტარო მოქმედებების სტატისტიკური მაჩვენებელი ყოველწიულად მნიშვნელოვნად იმატებს. 2010 წელს ინტერნეტის მეშვეობით 6 390 სანოტარო აქტი დამოწმდა, 2011 წელს - 25 633, 2012 წელს - 32 674, 2013 წელს - 39 401 სანოტარო აქტი.
ინტერნეტის მეშვეობით შესაძლებელია შემდეგი სანოტარო მოქმედებების შესრულება:
განცხადების, მინდობილობა/რწმუნებულების დამოწმება მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან;
გარიგების (ნასყიდობის, იპოთეკის, სესხის.... ხელშეკრულებები) დამოწმება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
ასევე, ონლაინ რეჟიმში მოწმდება სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების, ამხანაგობების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების დამფუძნებელ და მმართველ ორგანოთა კრების ოქმები.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც სანოტარო მოქმედება ონლაინში სრულდება. სანოტარო მომსახურების ინტერნეტის მეშვეობით მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, ან საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე პირს შეუძლია.
ონალინ სანოტარო სერვისის პოპულარობის მიზეზს მისი მარტივად და კომფორტულად მიღების შესაძლებლობა განაპირობებს. განსაკუთრებით აქტუალურია იგი უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათ აღარ უწევთ საკონსულოში მისვლა, ზედმეტი თანხისა და დროის დახარჯვა, ონლაინში (სკაიპის მეშვეობით) უკავშირდებიან საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერ ნოტარიუსს (ნოტარიუსების კოორდინატები განთავსებულია ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე: notary.ge) და საცხოვრებელი ადგილიდან გაუსვლელად იღებენ სანოტარო მომსახურებას.
ასევე, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების, ამხანაგობების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების პარტნიორებისთვის დამფუძნებელ და მმართველ ორგანოთა კრების მიმდინარეობაში ჩართვა. როცა ორგანიზაციის რომელიმე პარტნიორი ვერ ახერხებს კრებაზე დასწრებას, მას შეუძლია, ინტერნეტის მეშვეობით მიიღოს კრების მიმდინარეობაში მონაწილეობა. ნოტარიუსი, რომელიც ესწრება კრებას, აღნიშნული პირის იდენტიფიცირების შემდეგ, ადგენს და ამოწმებს კრების ოქმს.
გარიგების ონლაინში დამოწმება, მართალია, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე სრულდება, მაგრამ ასევე კომფორტულია საქართველოს სხვა და სხვა ქალაქსა თუ რაიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. აღნიშნული სანოტარო მოქმედება ორი ან მეტი ნოტარიუსის მონაწილეობით სრულდება. ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა, რომელნიც საქართელოს სხვა და სხვა ტერიტორიაზე იმყოფებიან, უნდა მიმართონ ნოტარიუსებს მათთვის ხელსაყრელ სანოტარო ბიუროებში. ნოტარიუსები ხელშეკრულების მონაწილე მხარეების თანდასწრებით უკავშირდებიან ერთმანეთს ონლაინ რეჟიმში. დგება ორი ან რამდენიმე სანოტარო აქტი (რამდენი ნოტარიუსიც მონაწილეობს დამოწმების პროცესში)და თითოეულზე ხელს აწერს ის პირი, რომელიც ნოტარიუსთან იმყოფება.
ინტერნეტის მეშვეობით დამოწმებული სანოტარი აქტი ისეთივე სანდოა, როგორც სანოტარო ბიუროში შესრულებული. ნოტარიუსს წვდომა აქვს საქართველოს მოქალაქეთა მონაცემთა ელექტრობულ ბაზაზე და მხოლოდ ონლაინში დაკავშირებული მოქალაქის იდენტიფიცირების შემდგომ ამოწმებს სანოტარო აქტს. ამასთან, დამოწმების პროცესს ესწრება ორი მოწმე, რაც, ასევე, ხელს უწყობს სანოტარო მოქმედების მონაწილე პირის იდენტიფიცირებას.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599