ნოტარიუსთა პალატამ ესპანური სამართლის ინსტიტუტის წარმომადგენლებს ელექტრონული სერვისები გააცნო
საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დღეს ესპანური სამართლის ინსტიტუტის წარმომადგენლები ეწვივნენ. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ სტუმრებს ნოტარიატში განხორციელებული რეფორმები, ელექტრონული სანოტარო სერვისები გააცნო.
ესპანური სამართლის ინსტიტუტი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია, რომელიც ახლახანს თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის ინიციატივით, დაფუძნდა. ნოტარიუსთა პალატაში ვიზიტის მიზანს საქართველოსა და ესპანეთის ნოტარიატებს შორის სამომავლო თანამშრომლობა წარმოადგენს. დღეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და ესპანური სამართლის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.
ესპანეთის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ნოტარიატის სამეცნიერო კუთხით განვითარებას, საქართველოში ლათინური ნოტარიატის პრინციპების უკეთ დანერგვას.
თანამშრომლობის ფარგლებში, იგეგმება ქართველი ნოტარიუსების ვიზიტი ესპანეთში. ამასთან, საქართველოში ესპანელი ნოტარიუსებიც ჩამოვლენ და ლექციებს წაიკითხავენ, გაკეთდება ერთობლივი სამეცნიერო კვლევები.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599