„საკანონმდებლო მაცნეს“ ხელმძღვანელი გიორგი წიკლაური ნოტარიუსებს ვებგვერდის (www.matsne.gov.ge) ელექტრონულ სერვისებზე ესაუბრა: „ვებგვერდზე განთავსებულია ყველა ნორმატიული აქტი, აგრეთვე, საერთაშორისო ხელშეკრულებები. მოხერხებული საძიებო სისტემა საშუალებას აძლევს ყველა მომხმარებელს, მოძებნოს მისთვის სასურველი კანონის ელექტრონული ვერსია (კოდიფიცირებული), აქამდე ამ ინფორმაციის მიღება მხოლოდ ბეჭდური ფორმით იყო შესაძლებელი“, – განაცხადა გიორგი წიკლაურმა.
ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის ნინო ხოფერიას თქმით, ნოტარიუსთა პალატა და ნოტარიუსები „საკანონმდებლო მაცნეს“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებლები არიან, „შესაბამისად, საკანონმდებლო ბაზის ელექტრონული ვერსიის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია ნოტარიუსთა საქმიანობისთვის, ყველა საკანონმდებლო აქტისა და ცვლილების მოძიება ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი, რაც მოქალაქეთა მომსახურებას მნიშვნელოვნად ამარტივებს“ - აღნიშნა ხოფერიამ.
„საკანონმდებლო მაცნეს“ ხელმძღვანელმა ნოტარიუსებს სამომავლო გეგმებიც გააცნო. ვებგვერდის ელექტრონული ვერსია დროთა განმავლობაში მთლიანად ჩაანაცვლებს „მაცნეს“ ბეჭდურ გამოცემას.
„საკანონმდებლო მაცნეს“ ქართულენოვანი ვებგვერდი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უკვე ხელმისაწვდომია. მიმდინარეობს მუშაობა ვებგვერდის ინგლისურ ვერსიაზეც.
მსგავსი პრეზენტაციის მოწყობას, ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „საკანონმდებლო მაცნეს“ წარმომადგენლები სხვა მომხმარებლებისთვისაც გეგმავენ. პრეზენტაციები გაიმართება, როგორც სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის, ასევე სტუდენტებისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იურიდიული საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.
„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია ნოტარიუსთა პალატაში
საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში იუსტიციის სამინისტროს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა.„საკანონმდებლო მაცნეს“ ხელმძღვანელი გიორგი წიკლაური ნოტარიუსებს ვებგვერდის (www.matsne.gov.ge) ელექტრონულ სერვისებზე ესაუბრა: „ვებგვერდზე განთავსებულია ყველა ნორმატიული აქტი, აგრეთვე, საერთაშორისო ხელშეკრულებები. მოხერხებული საძიებო სისტემა საშუალებას აძლევს ყველა მომხმარებელს, მოძებნოს მისთვის სასურველი კანონის ელექტრონული ვერსია (კოდიფიცირებული), აქამდე ამ ინფორმაციის მიღება მხოლოდ ბეჭდური ფორმით იყო შესაძლებელი“, – განაცხადა გიორგი წიკლაურმა.
ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის ნინო ხოფერიას თქმით, ნოტარიუსთა პალატა და ნოტარიუსები „საკანონმდებლო მაცნეს“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებლები არიან, „შესაბამისად, საკანონმდებლო ბაზის ელექტრონული ვერსიის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია ნოტარიუსთა საქმიანობისთვის, ყველა საკანონმდებლო აქტისა და ცვლილების მოძიება ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი, რაც მოქალაქეთა მომსახურებას მნიშვნელოვნად ამარტივებს“ - აღნიშნა ხოფერიამ.
„საკანონმდებლო მაცნეს“ ხელმძღვანელმა ნოტარიუსებს სამომავლო გეგმებიც გააცნო. ვებგვერდის ელექტრონული ვერსია დროთა განმავლობაში მთლიანად ჩაანაცვლებს „მაცნეს“ ბეჭდურ გამოცემას.
„საკანონმდებლო მაცნეს“ ქართულენოვანი ვებგვერდი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უკვე ხელმისაწვდომია. მიმდინარეობს მუშაობა ვებგვერდის ინგლისურ ვერსიაზეც.
მსგავსი პრეზენტაციის მოწყობას, ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „საკანონმდებლო მაცნეს“ წარმომადგენლები სხვა მომხმარებლებისთვისაც გეგმავენ. პრეზენტაციები გაიმართება, როგორც სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის, ასევე სტუდენტებისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იურიდიული საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560