GIZ-ს დელეგაცია ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრმა დღეს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დელეგაციას უმასპინძლა.

GIZ-ის წარმომადგენლები ნოტარიუსთა პალატას 30 ივნისს ეწვივნენ, პალატის გამგეობის წევრებს შეხვდნენ და სანოტარო ბიუროები მოინახულეს. გუშინ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების  დელეგაციის წევრები საქართველოს იუსტიციის მინისტრსაც შეხვდნენ. დღეს კი სტუმრები ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის საქმიანობას გაეცნენ.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი 2010 წელს შეიქმნა. მის ძირითად ფუქციას ნოტარიუსობის მსურველ სტაჟიორთა მომზადება, ნოტარიუსების, სანოტარო ბიუროებისა და პალატის აპარატის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა წარმოადგენს. ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში მომზადებული სტაჟიორები უკვე  წარმატებით ახორციელებენ სანოტარო საქმიანობას.

სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა გერმანელ სტუმრებს სამომავლო გეგმებიც გააცნეს. სასწავლო ცენტრში  უახლოეს მომავალში დაარსდება ბიბლიოთეკა, სადაც სანოტარო კანონმდებლობა, ასევე, სანოტარო საქმიანობასტან დაკავშირებული წიგნები და მასალები განთავსდება. GIZ-ის წარმომადგენლები მასპინძლებს ბიბლიოთეკის შევსებაში დახმარებას შეჰპიდნენ.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრს გასულ წლებშიც აქტიურად ეხმარებოდა რეკომენდაციებით, რაც შემდგომ  სასწავლო პროგრამების შედგენისა და სტაჟიორთა მომზადების პროცესში გაითვალისწინეს.  

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში