საქართველოს ნოტარიუსთა პალატას GIZ-ის დელეგაცია ეწვია

საქართველოს ნოტარიუსთა პალატას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრები (GIZ-ის პროგრამების დირექტორი გერმანიის ნოტარიუსთა პალატის ვიცე-პრეზიდენტი და ნოტარიუსი) საქართველოში ნოტარიატის სისტემას, ნოტარიუსთა პალატის საქმიანობას სამი დღის განმავლობაში გაეცნობიან.

დღეს სტუმრები ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრებს შეხდნენ. გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ მათ საქართველოში ნოტარიუსის დანიშვნის წესი, ბოლო წლებში ნოტარიატში განხორციელებული რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ელექტრონულ  სერვისებზე, რომელიც საქართველოში 2009 წლიდან დაინერგა.

გერმანიის ნოტარიუსთა პალატის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ ბოკმა სტუმრებს გერმანიის ნოტარიატის სისტემის მოწყობა, ნოტარიუსის დანიშვნის წესი გააცნო.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. გასულ წელს GIZ-მა  ნოტარიუსთა პალატას სანოტარო მედიაციის ინსტიტუტის დანერგვაში აქტიური დახმარება გაუწია. GIZ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას რეფორმების განხორციელებაში დახმარებას სამომავლოდაც ჰპირდება.

GIZ-ის წარმომადგენლები ხვალ სანოტარო ბიუროებს მოინახულებენ, ხოლო 2 ივლისს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის საქმიანობას გაეცნობიან.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში