ქორწინების რეგისტრაციას მალე ნოტარიუსებიც განახორციელებენ

ნოტარიუსები ქორწინება-განქორწინების რეგისტრაციის განხორციელებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ. ახალი ფუნქციის პარქტიკაში აქტიურად დასანერგად ნოტარიუსთა პალატაში ნოტარიუსებს შესაბამისი სწავლება უტარდებათ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ყოფ. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო) წარმომადგენელი მათ ქორწინება-განქორწინების რეგისტრაციის პროცედურებს აცნობს.

საქართველოს ტერიტორიაზე 246 მოქმედი ნოტარიუსია, შესაბამისად, ქორწინება-განქორწინების რეგისტრაციის ფუნქციის ნოტარიუსებისთვის დელეგირება მოქალაქეებს არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს. წყვილებს ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაცია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პარალელურად, ნებისმიერ სანოტარო ბიუროშიც შეეძლებათ. ქორწინების რეგისტრაცია საქორწინო რიტუალის ფონზეც იქნება შესაძლებელი როგორც სანოტარო ბიუროში, ასევე, სანოტარო ბიუროს გარეთ.     

ამასთან, წყვილი, ვინც ნოტარიუსთან საქორწინო ხელშეკრულებას გააფორმებს, აღარ მოუწევს სამოქალაქო რეესტრში წასვლა, ნოტარიუსთანვე დაარეგისტრირებს ქორწინებას და  მიიღებს ქორწინების მოწმობას. აღსანიშნავია, რომ საქორწინო ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების მსურველთა რაოდენობა ბოლო წლებში გაიზარდა. 2010 წელს ნოტარიუსთან საქორწინო ხელშეკრულება 7-მა წყვილმა გააფორმა, გასულ წელს - 13-მა, წელს - 8-მა წყვილმა.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში