ნოტარიატის სისტემის რეფორმა გრძელდება

30 ივნისს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ბრენდისა და ნოტარიატის განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. იუსტიციის მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს − ნოტარიუსთა პალატის წევრებს, იუსტიციის სამინისტროს სამსახურების ხელმძღვანელებს,  სასამართლო ხელისუფლების წევრებს, ადვოკატებს, ფინანსური წრეების  წარმომადგენლებს − ნოტარიუსთა პალატის ახალი თავმჯდომარეც წარუდგინა. 

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებამ გამგეობის ახალი თავმჯდომარე და წევრები წელს მაისში არჩია. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი ასახელებს  და საერთო კრებას წარუდგენს. თუმცა, წელს პირველად, თეა წულუკიანმა ნოტარიუსებს თავიანთი ხელმძღვანელის შერჩევის პროცესში მონაწილეობა შესთავაზა. არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე პალატის წევრებმა თავად დაასახელეს მათთვის მისაღები კანდიდატები, მათგან საუკეთესო კი ფარული კენჭისყრით გამოავლინეს. იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსთა საერთო კრებას პალატის გამგეობის თავმჯდომარის პოსტზე სწორედ გამარჯვებული კანდიდატი ნინო ხოფერია წარუდგინა.

ნინო ხოფერიამ სტუმრებს ნოტარიატის განვითარების კონცეფცია გააცნო. როგორც მან აღნიშნა, ნოტარიუსთა პალატა მუდმივად ზრუნავს სანოტარო მომსახურების გაუმჯობესებასა და ნოტარიუსთა იმიჯის ამაღლებაზე; ყოველთვის მზად არის  ცვლილებებისა და სიახლეებისთვის. ბოლო წლებში ბევრი გაკეთდა სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის, გამარტივებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის კუთხით. ნოტარიატის სისტემის რეფორმა სამომავლოდაც ამ მიმართულებით გაგრძელდება.

დღევანდელი შეხვედრა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ახალი ბრენდის ფონზე წარიმართა. შეიცვალა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ლოგოტიპი. ახალ ლოგოზე წრიულად გამოსახული კალმისთავები ასოცირდება ბეჭდის ფორმასთან, რაც სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტის მთავარი უპირატესობის − უდავოობისა და შეუცვლელობის, სიმბოლოს წარმოადგენს. ახალი ბრენდიც ნოტარიუსებისადმი ნდობისა და ნოტარიატის იმიჯის ამაღლებას  ემსახურება.

ღონისძიების ბოლოს თეა წულუკიანმა რამდენიმე ნოტარიუსი (ლია ვადაჭკორია, ზაირა კუტალია, ავთანდილ ფუტკარაძე და გიორგი ჭიტაშვილი) განსაკუთრებული დამსახურებისთვის დააჯილდოვა.

მათ იუსტიციის მინისტრის სპეციალური ჯილდო, ახალი ლოგოს ფორმის მოოქროვილი მედალიონები გადაეცათ.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში