მედიატორი ნოტარიუსის სერტიფიკატები ახალდანიშნულ ნოტარიუსებსაც გადაეცემათ
ახალდანიშნულ ნოტარიუსებს სანოტარო მედიაციაში სემინარები უტარდებათ.
სემინარებს ,,საქრთველოს მედიაციის ცენტრის“ ტრენერებთან ერთად, პოლონელი ექსპერტი, მედიატორი მაჩეი ტანსკიც უძღვება. ნოტარიუსები სწავლებას ეტაპობრიბად გაივლიან.
სანოტარო მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიული, გამარტივებული ფორმაა. დავა წყდება სასამართლო განხილვის გარეშე, მხოლოდ ნოტარიუსის დახმარებით. აღნიშნული სერვისი საქართველოში 2012 წლიდან დაინერგა. ნოტარიუსი მედიატორის ფუნქციას ასრულებს სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე. დავის მოგვარების შემდგომ, ნოტარიუსი ადგენს სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს, მორიგების აქტს, რომლითაც განსაზღვრულია თითოეული მხარის ვალდებულებანი.
მოდავე მხარეები, ნოტარიუსის დახმარებით, დავის მოვარებას მარტივად, იაფად და მათთვის კომფორტულ გარემოში ახერხებენ.
ნოტარიუსთა პალატის ორგანიზებით, ნოტარიუსებმა, ვინც დღეს მედიაციას ახორციელებს, საფუძვლიანი მომზადება გაიარეს. მედიაციის პროცესის ჩატარების რამდენიმე ფაქტიც უკვე აღინიშნა.
ზემოთ აღნიშნული სემინარების გავლის შემდგომ მედიატორი ნოტარიუსის სერტიფიკატები ახალდანიშნულ ნოტარიუსებსაც გადაეცემათ. ისინი საფუძვლიანად შეისწავლიან მედიაციის ძირითად პრინციპებსა და უპირატესობებს; კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს, მათი აღმოფხვრის მეთოდებს; მედიატორის ქმედებებსა და ტექნოლოგიებს მედიაციის პროცესის თითოეულ ეტაპზე.
სერტიფიკატების მიღების შემდგომ ნოტარიუსების მონაცემები განთავსდება ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე, მედიატორი ნოტარიუსების ელექტრონულ რეესტრში.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599