შეხვედრების თემები ნოტარიუსთა მოთხოვნის მიხედვით შეირჩა. სემინარებს ესწრებოდნენ სასამართლოს, საგადასახადო ინსპექციისა და ფინანსური მონიტორინგის წარმომადგენლებიც. სემინარებზე განიხილეს სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხები საგადასახადო კუთხით, კერძოდ: ახალი საგადასახადო კოდექსი; აგრეთვე, საქართველოს ფინანსურ მონიტორინგის სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები, კონკრეტულად: ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ამოქმედდა ელექტრონული პროგრამა, რაც ნოტარიუსს აღნიშნული სამსახურისთვის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მნიშვნელოვნად უმარტივებს. იმსჯელეს, ასევე, თუ როგორია სასამართლო პრაქტიკა სამემკვიდრეო საქმისწარმოებასთან მიმართებაში.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, ნოტარიუსთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ხშირად აწყობს სემინარებსა და შეხვედრებს. მსგავსი სემინარები ნოტარიუსებს მნიშვნელოვნად ეხმარება სანოტარო საქმიანობაში არსებული პრობლემების გამოკვეთასა და მათ გადასაჭრელად გზების ძიებაში.
ნოტარიუსებისთვის, სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებით, სემინარები ჩატარდა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსებისთვის დაბა ბაკურიანში სასტუმრო „ვერე პალასში“ ოთხი სემინარი ჩაატარა.შეხვედრების თემები ნოტარიუსთა მოთხოვნის მიხედვით შეირჩა. სემინარებს ესწრებოდნენ სასამართლოს, საგადასახადო ინსპექციისა და ფინანსური მონიტორინგის წარმომადგენლებიც. სემინარებზე განიხილეს სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხები საგადასახადო კუთხით, კერძოდ: ახალი საგადასახადო კოდექსი; აგრეთვე, საქართველოს ფინანსურ მონიტორინგის სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები, კონკრეტულად: ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ამოქმედდა ელექტრონული პროგრამა, რაც ნოტარიუსს აღნიშნული სამსახურისთვის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მნიშვნელოვნად უმარტივებს. იმსჯელეს, ასევე, თუ როგორია სასამართლო პრაქტიკა სამემკვიდრეო საქმისწარმოებასთან მიმართებაში.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, ნოტარიუსთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ხშირად აწყობს სემინარებსა და შეხვედრებს. მსგავსი სემინარები ნოტარიუსებს მნიშვნელოვნად ეხმარება სანოტარო საქმიანობაში არსებული პრობლემების გამოკვეთასა და მათ გადასაჭრელად გზების ძიებაში.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560