ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე რაიონებში ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია დღეს რაიონებში ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით,  მხოლოდ ბოლო ორ თვეში 7 ნოტარიუსი დაინიშნა საქართველოს იმ რაიონებსა და ქალაქებში, სადაც სანოტარო ბიურო არ მოქმედებდა, ან არასაკმარისი იყო ადგილობრივი მოსახლეობის სრულფასოვნად მომსახურებისთვის. მაგალითად, ვანისა და ასპინძის მოსახლეობას, ამა წლის მაისამდე, წლების განმავლობაში ნოტარიუსი არ ჰყავდა, ფოთსა და კასპის რაიონს  მხოლოდ ერთი ნოტარიუსი ემსახურებოდა.

დღევანდელ შეხვედრაზე  ნოტარიუსებს  სანოტარო საქმიანობის დასაწყებად საჭირო ტექნიკური საკითხებიც გააცნეს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ახალდანიშულ ნოტარიუსებს მაქსიმალურად უწყობს ხელს სანოტარო საქმიანობის  ეფექტურად განხორციელებაში, ნოტარიატში დანერგილი სიახლეებისა და ნოტარიუსის ახალი ფუნქციების შესახებ ინფორმირებაში, იცავს მათ ინტერესებს. ამასთან, რაიონებში დანიშნულ ნოტარიუსებს, პალატა სანოტარო ბიუროს მოწყობასა და ტექნიკური ბაზით აღჭურვაშიც ეხმარება.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში