რაიონებში კიდევ ორი ნოტარიუსი დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსები საქართველოს კიდევ ორ რაიონში: კასპსა და ლაგოდეხში დაინიშნენ. კასპის რაიონს აქამდე მხოლოდ ერთი ნოტარიუსი ემსახურებოდა, ლაგოდეხის რაიონს - ორი. ამიერიდან აღნიშნული რაიონების მოსახლეობისთვის სანოტარო მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი იქნება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით,  ნოტარიუსები, უპირატესად, იმ რაიონებსა და ქალაქებში ინიშნებიან, სადაც სანოტარო ბიურო არ მოქმედებდა, ან არასაკმარისი იყო და მოსახლეობას მეზობელ რაიონში უწევდა სანოტარო მომსახურების მიღება. 2012 წლიდან დღემდე უნოტარიუსოდ დარჩენილი 14 რაიონიდან 10 რაიონის მოსახლეობას ნოტარიუსი უკვე ჰყავს. ამასთან, ნოტარიუსები დაინიშნენ იმ რაიონებშიც, სადაც ერთი ან ორი სანოტარო ბიურო მოქმედებდა.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატაც აქტიურად მონაწილეობს კამპანიაში, რომელიც სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდას ითვალისწინებს. პალატა რაიონებში დანიშნულ ნოტარიუსებს ხელს უწყობს სანოტარო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში და ეხმარება მათ სანოტარო ბიუროს სტანდარტების შესაბამისად მოწყობაში.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში