ნოტარიუსებისთვის, სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებით, ბაკურიანში სემინარი გაიმართა'

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსებისთვის დაბა ბაკურიანში, სასტუმრო „ვერე პალასში“  სემინარი გამართა. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ნათია გუჯაბიძე, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ გვარამაძე და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების სამმართველოს უფროსი მაკა თვალავაძეც.
სემინარზე განიხილეს სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხები საგადასახადო კუთხით, კერძოდ: ახალი საგადასახადო კოდექსი; აგრეთვე, საქართველოს ფინანსურ მონიტორინგის სამსახურისთვის ინფორმაციის  მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები, კონკრეტულად: ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ამოქმედდა ელექტრონული პროგრამა, რაც ნოტარიუსს აღნიშნული სამსახურისთვის მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის  მიწოდებას მნიშვნელოვნად უმარტივებს. 
შეხვედრაზე მიწვეულმა მოსამართლემ ისაუბრა, თუ როგორია სასამართლო პრაქტიკა სამემკვიდრეო საქმისწარმოებასთან  მიმართებაში.
როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრმა ნარგიზა ჯანხოთელმა განაცხადა, შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა როგორც ნოტარიუსებისთვის, ასევე მიწვეული სტუმრებისთვის. გამოიკვეთა ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული  პრობლემები და დაისახა მათი გადაჭრის გზები.
ნოტარიუსებისთვის სემინარები 5 მარტამდე გაგრძელდება.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში