მედიის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ჟურნალისტებისთვის მიღება გაიმართა. ღონისძიებაში, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად,  საქართველოს ნოტარიუსთა პალატაც მონაწილეობდა. ჟურნალისტებს, ვინც  2010 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროსა და მასში შემავალი სამსახურების, მათ შორის ნოტარიუსთა პალატის, საქმიანობასა და რეფორმებს აქტიურად აშუქებდა, სპეციალური სიგელები გადაეცათ.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის გასაგები და ხელმისაწვდომი იყოს იუსტიციის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები, გამარტივებული სერვისები, რომლებიც მოქალაქეთა მომსახურებაზეა ორიენტირებული. ჟურნალისტების დახმარების გარეშე კი საზოგადოებასთან კომუნიკაციის დამყარება წარმოუდგენელია, ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტულია მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობა, ჩვენი უწყების გამჭვირვალობა,"- განაცხადა მიღებაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფროსებმა 2011 წელს დაგეგმილ ახალ პროექტებზეც ისაუბრეს და მედიასთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში