ნოტარიუსთა უფასო სამართლებრივი კონსულტაციით დღეში 50-მდე მოქალაქე სარგებლობს
ნოტარიუსთა უფასო სამართლებრივი კონსულტაციით დღეში 50-მდე მოქალაქე სარგებლობს. ნოტარიუსები მოქალაქეებს ისედაც ხშირად უწევდნენ კონსულტაციებს უფასოდ, 2014 წლის თებერვლიდან კი ამან სისტემატური ხასიათი მიიღო.
ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 14-დან 15 საათამდე მოქალაქეები რეკავენ ნომერზე: 2 000 778 და ნოტარიუსებისგან სამართლებრივ რჩევებს იღებენ. სატელეფონო ზარები შეუფერხებლად ხორციელდება, რადგან დასახელებულ ნომერს რამდენიმე ნოტარიუსი პასუხობს.
ყველაზე მეტი ზარი სამემკვიდრეო საკითხებთან, გარიგებებსა და ონლაინ სერვისებთან დაკავშირებით შემოდის.
სამკვიდრო მოწმობის გაცემა ნოტარიუსის ექსკლუზიური უფლებაა და შესაბამისად, მემკვიდრეობის მიღების პროცედურები განსაკუთრებით აქტუალური საკითხია.
ასევე, აქტუალურია იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება. 2014 წლის 28 იანვრიდან იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება სანოტარო წესით ფორმდება (აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოტიზო დაწესებულებებზე - საკრედიტო კავშირებსა და კვალიფიციურ საკრედიტოინსტიტუტებზე). იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება მოქალაქეებს იცავს მოსალოდნელი რისკებისგან, არ არის დაკავშირებული დიდ ხარჯებთან. ამასთან, სანოტარო ბიუროდან გაუსვლელად შესაძლებელია როგორც სანოტარო, ასევე, არასანოტარო მომსახურების მიღება. ნოტარიუსი მოქალაქის ნაცვლად უზრუნველყოფს იპოთეკის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.
ონლაინ სანოტარო მომსახურებით კი ყოველწლიურად უფრო მეტი მომხმარებელი სარგებლობს. წლეულს ინტერნეტის მეშვეობით 13 000-მდე მინდობილობა/რწმუნებულება და განცხადება დამოწმდა სანოტარო წესით. ონლაინ სერვისები მოქალაქეებს, განსაკუთრებით უცხოეთში მყოფებს, მნიშვნელოვნად უმარტივებს სანოტარო მომსახურების მიღებას. ზედმეტი ხარჯისა და დროის დაკარგვის გარეშე შესაძლებელია ნოტარიუსთან ინტერნეტის მეშვეობით დაკავშირება და სანოტარო მომსახურების მიღება.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599