2014 წელს ონლაინ სანოტარო სერვისით 12 482-მა მოქალაქემ ისარგებლა

ონლაინ სანოტარო მომსახურებით ყოველწლიურად უფრო მეტი მომხმარებელი სარგებლობს. წლეულს ინტერნეტის მეშვეობით 12 482 მინდობილობა/რწმუნებულება და განცხადება დამოწმდა სანოტარო წესით. აღნიშნული მონაცემები მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლების სტატისტიკურ მონაცემებს. 2013 წელს ამავე პერიოდში 9 714 სანოტარო მოქმედება შესრულდა ონლაინში, 2012 წელს - 7 826 სანოტარო მოქმედება.

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტარო მოქმედება ინტერნეტის მეშვეობით სრულდება. ონლაინ სანოტარო სერვისი 2010 წელს დაინერგა. აღნიშნული მომსახურების მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია. ონლაინში სანოტარო წესით  მოწმდება  ნებისმიერი სახის განცხადება და მინდობილობა/რწმუნებულება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, ხოლო გარიგება - მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

ონლაინ სერვისები მოქალაქეებს, განსაკუთრებით უცხოეთში მყოფებს, მნიშვნელოვნად უმარტივებს სანოტარო მომსახურების მიღებას. ზედმეტი ხარჯისა და დროის დაკარგვის გარეშე შესაძლებელია ნოტარიუსთან ინტერნეტის მეშვეობით დაკავშირება და სანოტარო სერვისით სარგებლობა.  


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში