ვიზიტის მიზანს საქართველოს ნოტარიატის სისტემის, საკანონმდებლო რეგულაციებისა და მიღწევების გაცნობა წარმოადგენდა. საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოში ნოტარიუსის დანიშვნის წესსა და ეტაპებზე. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრებმა სტუმრებს გააცნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, რაც ქვეყნის ნებისმიერი ქალაქისა თუ რაიონის მოსახლეობისთვის სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
ქართველმა და თურქმა კოლეგებმა ერთმანეთს გამოცდილება ნოტარიატისთვის აქტუალურ სხვა საკითხებზეც გაუზიარეს.
სტუმრებმა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები თურქეთში მიიწვიეს.
თურქეთის დელეგაცია საქართველოს ნოტარიატის მიღწევებს გაეცნო
საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დღეს თურქეთის იუსტიციის აკადემიის დელეგაცია ეწვია. შეხვედრას საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.ვიზიტის მიზანს საქართველოს ნოტარიატის სისტემის, საკანონმდებლო რეგულაციებისა და მიღწევების გაცნობა წარმოადგენდა. საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოში ნოტარიუსის დანიშვნის წესსა და ეტაპებზე. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრებმა სტუმრებს გააცნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, რაც ქვეყნის ნებისმიერი ქალაქისა თუ რაიონის მოსახლეობისთვის სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
ქართველმა და თურქმა კოლეგებმა ერთმანეთს გამოცდილება ნოტარიატისთვის აქტუალურ სხვა საკითხებზეც გაუზიარეს.
სტუმრებმა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები თურქეთში მიიწვიეს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560