ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და შოთა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
25 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან, როდესაც რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი მთავრობის სასახლის წინ, საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების რაზმმა მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბია. საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას 21 ადამიანი ემსხვერპლა.
1991 წელს 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560