კასპის მოსახლეობა სანოტარო მომსახურებას შეუფერხებლად იღებს
კასპში მდებარე სანოტარო ბიურომ ხანძრის შემთხვევიდან მეორე დღესვე მუშაობა განაგრძო. საწყის ეტაპზე, დაზიანებული სანოტარო ბიუროს გარემონტებამდე, ნოტარიუსი მოქალაქეებს მომსახურებას, დროებით, სხვა შენობაში (ქ . კასპი, კოსტავას ქუჩა №6) გაუწევს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუს რიმა ზურაბიანს დროულად აღმოუჩინა დახმარება და ხანძრის შედეგად დაზიანებული ტექნიკური აღჭურვილობის სანაცვლოდ კომპიუტერული ტექნიკა გადასცა. ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსს სანოტარო ბიუროს გარემონტებაშიც დაეხმარება.
შესაბამისად, კასპის მოსახლეობას უმოკლეს ვადაში შეეძლება სანოტარო მომსახურება პირვანდელ მისამართზე მიიღოს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599