გამწვანების აქციაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატაც ჩაერთო

იუსტიციის სამინისტრო აქციაში - „მწვანე მომავალი“ - ჩაერთო. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მოადგილეებთან, სამინისტროს სსიპების ხელმძღვანელებსა და  თანამშრომლებთან ერთად, მცხეთას ესტუმრა.

აქციაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრები და ნოტარიუსებიც  მონაწილეოდნენ.

 

სამინისტროსა და სსიპ-ების წარმომადგენლებმა შიო-მღვიმის მონასტრის მიმდებარედ 400-ზე მეტი ნერგი დარგეს.
გამწვანების აქცია „მწვანე მომავალი“ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში შემუშავდება „გამწვანების რუკა“, რაც გასამწვანებელი ადგილების აღწერას გულისხმობს. სატყეო დეპარტამენტის მეშვეობით მოხდება ტერიტორიების იდენტიფიცირება და ნაკვეთებად დაყოფა. გათვალისწინებულია გადაშენების პირას მყოფი ჯიშების ნერგთა გამოყვანა სანერგე მეურნეობებში და მათი გამწვანების ზოლში გამრავლება.
ინიციატივის ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლომდე 500 ათასამდე ნერგის დარგვა იგეგმება.

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში