კასპის რაიონში სანოტარო მომსახურება არ შეფერხდება
კასპის რაიონში მდებარე სანოტარო ბიუროში გაჩნდა ხანძარი, რომელიც დროულად იქნა ლოკალიზებული. თუმცა დაზიანდა სანოტარო ბიუროს შენობა, ტექნიკა, ავეჯი. ნოტარიუსის არქივი განადგურებას გადაურჩა.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა თანადგომასა და დახმარებას გაუწევს ნოტარიუს რიმა ზურაბიანს, რათა სანოტარო ბიურო დროულად და შეუფერხებლად ამოქმედდეს.
საწყის ეტაპზე ბიურო დროებით სხვა შენობაში განთავსდება, რაშიც ნოტარიუსს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელიც დაეხმარება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პრობლემის გადაწყვეტაში ჩართულია, ასევე, კასპის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი.
სანოტარო ბიურო უახლოეს მომავალში გარემონტდება და კასპის მოსახლეობა მომსახურებას შეუფერხებლად მიიღებს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599