სემინარები ნოტარიუსებისთვის აქტუალურ საკითხებზე

საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში ნოტარიუსებისთვის სემინარები დაიწყო. სემინარების თემაა: ნოტარიუსის მიერ აღსრულების ფურცლის გაცემასთან დაკავშირებული დეტალები და სამემკვიდრეო სამართალი.

სწავლებას საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ნოტარიუსი ეტაპობრივად გაივლის. ლექტორებად მოწვეულნი არიან მოსამართლეები და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსებისთვის აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე სემინარებს სისტემატურად ატარებს.  სამკვიდრო მოწმობის გაცემა ნოტარიუსის ექსკლუზიური უფლებაა, შესაბამისად,  სამემკვიდრეო საქმისწარმოება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, როგორც ნოტარიუსებისთვის, ასევე, მოქალაქეებისთვის.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში