ონლაინ მომსახურება
საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტარო მოქმედება ინტერნეტის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში სრულდება. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ონლაინ რეჟიმში დაამოწმოს ნებისმიერი სახის თანხმობა, განცხადება, მინდობილობა/რწმუნებულება; წლის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში 7148 სანოტარო მოქმედება (3 602 განცხადება და 3 546 მინდობილობა/რწმუნებულება) შესრულდა.
ინტერნეტის მეშვეობით შესაძლებელია, აგრეთვე, გარიგების დამოწმება ორი ან მეტი ნოტარიუსის მონაწილეობით მხოლოდ საქართველოს მასშტაბით;
ონლაინ მომსახურება ნოტარიუსთა პალატის იურიდიულ სამსახურშიც დაინერგა. იურიდიულმა სამსახურმა 2010 წელს 10000-მდე მოქალაქეს გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია. აქედან 3000-მდე მოქალაქემ კონსულტაცია ონლაინ რეჟიმში მიიღო.
ონლაინ მომსახურებამ მოქალაქეთა, განსაკუთრებით უცხოეთში მყოფთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. აღნიშნული სიახლე მოქალაქეებს მნიშვნელოვნად უმარტივებს სანოტარო მომსახურების მიღებას, მათ ზედმეტი დროისა და ხარჯის დაზოგვის საშუალებას აძლევს.
სააღსრულებო ფურცელი ნოტარიუსისგან
სანოტარო მომსახურების გამარტივებას ემსახურება, აგრეთვე, 2010 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედებული საკანონდებლო სიახლე, რომლის საფუძველზეც. მოქალაქეს შეუძლია სააღსრულებო ფურცელი გამარტივებული წესით აიღოს. ანუ ნოტარიუსთან იპოთეკის ან გირავნობის ხელშეკრულების გაფორმებისას გარიგების მხარეები ხელშეკრულებაში სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობას თუ ჩადებენ, გარიგებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავისას, დაზარალებული მოქალაქე სააღსრულებო ფურცელს პირდაპირ ნოტარიუსთან, სასამართლოს გარეშე, მიიღებს.
სამკვიდრო მოწმობის მისაღებად განაცხადის შეტანა ნებისმიერ ნოტარიუსთან
პირველი აპრილიდან სამკვიდრო მოწმობის მიღება უკვე ნებისმიერ ნოტარიუსთან არის შესაძლებელი; აქამდე მოქალაქეს სამკვიდრო მოწმობის აღება მხოლოდ მამკვიდრებლის გარდაცვალების ადგილის მიხედვით, უბნის ნოტარიუსთან შეეძლო. სამემკვიდრეო საქმეთა და ანდერძების ერთიანი ელექტრონული ბაზის მეშვეობით, ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სანოტარო ბიუროები
სანოტარო ბიუროები აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც მოქალაქეთა კომფორტულ მისაღებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს გულისხმობს.
ნოტარიუსთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, მოქალაქეებს ნოტარიუსის მიერ გაუფრთხილებლად ან განზრახ მიყენებული ზიანი აუნაზღაურდებათ. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, ნოტარიუსი ვალდებულია, პროფესიული დაზღვევის მიზნით, სადაზღვევო კომპანიასთან გააფორმოს ხელშეკრულება. მოქალაქისადმი მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია. ნოტარიუსის სავალდებულო პროფესიული სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობა წელიწადში 100 000 ლარს შეადგენს.
კერძო საპენსიო დაზღვევა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსთა კერძო საპენსიო დაზღვევის პრაქტიკა დანერგა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა პირველი სახელმწიფო უწყებაა, სადაც კერძო საპენსიო დაზღვევა მოქმედებს. მსოფლიოში მსგავსი პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს. საპენსიო დაზღვევას, სამედიცინო დაზღვევის მსგავსად, მთლიანად კერძო სადაზღვევო კომპანიები უზრუნველყოფენ. ნოტარიუსთა პალატამ ხელშეკრულება გაფორმდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“– სთან, სადაც შეიქმნა ნოტარიუსთა საპენსიო ფონდი. აღნიშნულ ფონდში ნოტარიუსთა საერთო შემოსავლიდან გარკვეული თანხა ჩაირიცხება და ნოტარიუსებს პენსიაში გასვლის შემდეგ პენსიით კერძო საპენსიო ფონდი უზრუნველყოფს.
ნოტარიუსთა პალატის არქივის მომსახურება
ნოტარიუსთა პალატის არქივიდან წლის განმავლობაში 4245 დოკუმენტი გაიცა.
პალატის არქივში უფლებამოსილებაშეჩერებული, გათავისუფლებული ნოტარიუსების სანოტარო აქტები ინახება. დაჩქარებული მომსახურების დანერგვის შედეგად, არქივის მომსახურება უფრო სწრაფი და ეფექტური გახდა. მოქალაქეს საჭირო დოკუმენტის მიღება მისთვის სასურველ დროში შეუძლია.
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი
ნოტარიუსთა პალატამ, ნოტარიუსის სტაჟიორთა მომზადების, ნოტარიუსთა გადამზადების, კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმი ამაღლების მიზნით, სასწავლო ცენტრი დააარსა.
სასწავლო ცენტრში კონკურსის შედეგად შერჩეული 52 ნოტარიუსის სტაჟიორი გადის თეორიულ კურსს. თეორიული სწავლება მოიცავს სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებისა და ნოტარიუსად მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესწავლას. აღნიშნული კურსის დასრულების შემდეგ სტაჟიორები პრაქტიკას სანოტარო ბიუროებში გაივლიან. სწავლება მთლიანად რვათვიანია.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 4 დეკემბერს დანიშნული ნოტარიუსთა საკვალფიკაციო გამოცდა 16-მა კანდიდატმა წარმატებით გაიარა.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300 ნოტარიუსით განისაზღვრა. ამჟამად საქართველოში 215 მოქმედი ნოტარიუსია.
ნოტარიუსთა რაოდენობის მატება ჯანსაღი კონკურენციის შექმნის პირობაა და შესაბამისად, სანოტარო მომსახურების ეფექტისა და ხარისხის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.
ახალი ინსტრუქცია
2010 წლის აპრილიდან ამოქმედდა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ახალი ინსქტრუქცია, რომელიც შესაბამისობაში მოვიდა „ნოტარიატის შესახებ“ ახალ კანონთან.
სემინარები
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ წლის განმავლობაში ნოტარიუსებისთვის 4 სემინარი ჩაატარა. აქედან ორი შეხვედრა სასტუმრო „ანაკლიაში“ გაიმართა. სემინარზე განიხილეს საკანონდებლო სიახლეები, სანოტარო პრაქტიკიდან გამომდინარე საკითხები....
ნოტარიუსთა პალატამ სემინარები ჩაატარა, აგრეთვე, სასჯელაღსრულებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთათვის მათ მიერ შესრულებული სანოტარო აქტების ერთიან ელექტრონულ სანოტარო რეესტრში დარეგისტრირების თაობაზე.
საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაციამ 2010 წლის განმავლობაში ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის ქვეყნებისთვის გამართულ ორ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციები მიუნხენსა და მაროკოში ჩატარდა. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა კოლეგებს ქართული ნოტარიატის მიღწევები და სანოტარო კანონმდებლობის სიახლეები გააცნეს. საქართველოში მოქალაქეთა მომსახურების გამარტივების მიზნით დანერგილმა სიახლეებმა სემინარის მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია.
საქართველოს ნოტარიატი ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირში 2007 წლის 26 ოქტომბერს გაერთიანდა. კავშირი ერთხმად აღიარებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, როგორც საქართველოს ნოტარიატის უმაღლეს წარმომადგენლობას და მას ამ კავშირის წევრებისთვის დადგენილ უფლებასა და პრივილეგიას ანიჭებს.
უცხოელ ნოტარიუსთა დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
5-8 დეკემბერს საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ უცხოელ ნოტარიუსთა დელეგაციას უმასპინძლა. უკრაინიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული კოლეგები ქართული ნოტარიატის მიღწევებს, სანოტარო საქმიანობასა და კანონმდებლობაში დანერგილ სიახლეებს გაეცნენ. ნოტარიუსთა პალატამ სტუმრებისთვის სემინარი ბათუმში, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ გამართა. უცხოელმა კოლეგებმა სანოტარო ბიუროებიც მოინახულეს. ამასთან, სტუმრები იუსტიციის სამინისტროში შემავალი სამსახურების საქმიანობასაც ადგილზე გაეცნენ. ოფიციალურ ნაწილთან ერთად, ნოტარიუსთა პალატამ უცხოელ კოლეგებს კულტურული ღონისძიებებიც მოუწყო, სტუმრებმა თბილისის, მცხეთისა და ბათუმის ისტორიულ-კულტურული ძეგლები მოინახულეს.
2010 წელს საქართველოში 7148 სანოტარო მოქმედება ონლაინ რეჟიმში შესრულდა
2010 წელი ნოტარიატის ისტორიაში მნიშვნელოვანი სიახლეებით გამოირჩევა. ამ წელს განხორციელდა ბევრი ისეთი ცვლილება, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა და ეფექტური გახადა სანოტარო მომსახურება.ონლაინ მომსახურება

სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560