ნოტარიუსობის მსურველ სტაჟიორებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსობის მსურველ სტაჟიორებს სერტიფიკატები გადასცა. 
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირება 33-მა ნოტარიუსობის მსურველმა გაიარა. 
ნოტარიუსთა სასწავლო ცენტრში სტაჟირება რვათვიანია და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწალებას. ორივე კურსის დასრულების შემდეგ სტაჟიორი საფუძვლიანად ფლობს სანოტარო საქმიანობისთვის აუცილებელ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
სტაჟირებაგავლილ პირებს, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ნოტარიუსად დანიშვნის უფლება აქვთ. საქართელოს ტერიტორიაზე 254 ნოტარიუსია, თუმცა, ჯერ კიდევ დარჩენილია რამდენიმე რაიონი (ვანი, ონი, ამბროლაური, ასპინძა, ადიგენი, მესტია, ქედა), სადაც სანოტარო ბიურო არ მოქმედებს. იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატის პრიორიტეტია აღნიშნულ რაიონებში ნოტარიუსების დანიშვნა, რათა საქართველოს ნებისმიერი ქალაქისა თუ რაიონის მცხოვრებლებთათვის სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს. 
ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300-ით განისაზღვრა. 46 იურიდიული განათლების მქონე პირს აქვს შანსი, დაიკავოს ნოტარიუსის თანამდებობა. შესაბამისად, სანოტარო ბიუროები უნოტარიუსოდ დარჩენილ რაიონებშიც მალე ამოქმედდება.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში