როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრის მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ნოტარიუსთა შორის გამოცდილების გაზიარებაა. „ოთხი ქვეყნის ნოტარიუსები ქართული ნოტარიატის მიღწევებს გაეცნენ და ელექტრონული სანოტარო საქმისწარმოებისა და ელექტრონული მომსახურების შესახებ გამოცდილება გაიზიარეს,“ - განაცხადა ჯაბა ებანოიძემ.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თამჯდომარემ ნინო ხოფერიამ კი აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები სასარგებლოა, როგოც უხოელი, ასევე ქართველი ნოტარიუსებისთვის გამოცდილების გაზიარების თვალისაზრისით. „სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ელექტრონული სანოტარო რეესტრის შესახებ ინფორმაცია, რადგან სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული ბაზა აღნიშნულ ქვეყნებში ჯერ არ არსებობს,“ - განაცხადა ნინო ხოფერიამ.
დელეგაციის 14 წევრი საქართველოში 5 დეკემბერს ჩამოვიდა. 6 დეკემბერს ისინი საქართველოს იუსტიციის სამინიტროსა და მასში შემავალი სამსახურების (სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, აღსრულები ეროვნული ბიურო) საქმიანობასაც გაეცნენ და იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ჯაბა ებანოიძესა და აღნიშნული სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
ოფიცილურ ნაწილთან ერთად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა უცხოელ კოლეგებს კულტურული ღონისძიებებიც მოუწყო, სტუმრებმა თბილისისა და მცხეთის ისტორიულ-კულტურული ძეგლები მოინახულეს, დღეს საღამოს და ხვალ კი ბათუმსაც დაათვალიერებენ და რეგიონულ სანოტარო ბიუროებსაც ესტუმრებიან.
უცხოელ ნოტარიუსთა დელეგაცია ქართული ნოტარიატის მიღწევებს გაეცნო
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა უცხოელ ნოტარიუსთა დელეგაციას მასპინძლობს. დღეს პალატის წარმომადგენლებმა უკრაინიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული კოლეგებისთვის ბათუმში, სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ მოაწყეს კონფერენცია, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე, სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის ხელმძღვანელობაც დაესწრო. შეხვედრაზე ქართველმა ნოტარიუსებმა უცხოელ კოლეგებს ქართული ნოტარიატის მიღწევები, სანოტარო საქმიანობასა და კანონმდებლობაში დანერგილი სიახლეები გააცნეს. საკუთარი ქვეყნების ნოტარიატის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია სტუმრებმაც მოაწყეს.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრის მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ნოტარიუსთა შორის გამოცდილების გაზიარებაა. „ოთხი ქვეყნის ნოტარიუსები ქართული ნოტარიატის მიღწევებს გაეცნენ და ელექტრონული სანოტარო საქმისწარმოებისა და ელექტრონული მომსახურების შესახებ გამოცდილება გაიზიარეს,“ - განაცხადა ჯაბა ებანოიძემ.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თამჯდომარემ ნინო ხოფერიამ კი აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები სასარგებლოა, როგოც უხოელი, ასევე ქართველი ნოტარიუსებისთვის გამოცდილების გაზიარების თვალისაზრისით. „სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ელექტრონული სანოტარო რეესტრის შესახებ ინფორმაცია, რადგან სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული ბაზა აღნიშნულ ქვეყნებში ჯერ არ არსებობს,“ - განაცხადა ნინო ხოფერიამ.
დელეგაციის 14 წევრი საქართველოში 5 დეკემბერს ჩამოვიდა. 6 დეკემბერს ისინი საქართველოს იუსტიციის სამინიტროსა და მასში შემავალი სამსახურების (სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, აღსრულები ეროვნული ბიურო) საქმიანობასაც გაეცნენ და იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ჯაბა ებანოიძესა და აღნიშნული სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
ოფიცილურ ნაწილთან ერთად, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა უცხოელ კოლეგებს კულტურული ღონისძიებებიც მოუწყო, სტუმრებმა თბილისისა და მცხეთის ისტორიულ-კულტურული ძეგლები მოინახულეს, დღეს საღამოს და ხვალ კი ბათუმსაც დაათვალიერებენ და რეგიონულ სანოტარო ბიუროებსაც ესტუმრებიან.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560