იუსტიციის მინისტრის მოადგილე ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დღეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრს ეწვია და მის საქმიანობას გაეცნო. შეხვედრას საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის უფროსი ნინო ციხისთავიც ესწრებოდა. 
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი 2010 წელს შეიქმნა. მის ძირითად ფუქციას ნოტარიუსობის მსურველ სტაჟიორთა მომზადება, ნოტარიუსებისა და მათი თანაშემწეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა წარმოადგენს.
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში მომზადებული 60-მდე სტაჟიორი უკვე დაინიშნა ნოტარიუსად და წარმატებით ახორციელებს სანოტარო საქმიანობას.
ამჟამად სასწავლო ცენტრში სტაჟირებას (პრაქტიკულ კურსს) გადის 33 სტაჟიორი.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების გავლა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. სტაჟირება რვათვიანია და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწალებას. ორივე კურსის დასრულების შემდეგ სტაჟიორი საფუძვლიანად ფლობს სანოტარო საქმიანობისთვის აუცილებელ თეორიულ ცოდნასა თუ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი ნოტარიუსთა თანაშემწეობის მსურველებსაც მსგავსი პრინციპით ამზადებს. თანაშემწეთა სასწავლო კურსზე გადიან თეორიულ სწავლებას (სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას), ეფექტური მომსახურების უნარ-ჩვევებსა და პრაქტიკულ კურსს სანოტარო ბიუროებში. ნოტარიუსის თანაშემწეთა მოსამზადებელი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულთა მონაცემები თავსდება ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე, ნოტარიუსის თანაშემწეთა ელექტრონულ რეესტრში. ნოტარიუსი თანაშემწეს აღნიშნული ბაზიდან არჩევს. სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულთაგან 14 დასაქმდა სანოტარო ბიუროში.
სასწავლო ცენტრი, ნოტარიუსთა და მათი თანაშემწეების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სისტემატურად ატარებს სემინარებს. 
ასევე, აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან. უკვე 22 უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ სწავლებას გადიან სანოტარო ბიუროებში. ამასთან, პალატის წარმომადგენლები მათ სისტემატურად აცნობენ ნოტარიატში, სანოტარო კანონმდებლობაში დანერგილ სიახლეებს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში