აქცია "შეხვედრა ხალხთან" მარნეულშიც ჩატარდა

აქცია "შეხვედრა ხალხთან" გრძელდება. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები, იუსტიციის სამინისტროსა და მასში შემავალი სამსახურების (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, ეროვნული არქივი, აღსრულების ეროვნული ბიურო, იუსტიციის სასწავლო ცენტრი) თანამშრომლებთან ერთად, ამჯერად, მარნეულის რაიონის მოსახლოებას შეხვდნენ. შეხვედრა ღია ცის ქვეშ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის ოფისების ეზოში შედგა. იუსტიციის სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებული სამსახურების წარმომადგენლებმა საკუთარ სამსახურებში დანერგილი სიახლეებისა და გამარტივებული სერვისების შესახებ ინფორმაცია მარნეულის მოსახლეობასაც გააცნეს და საინფორმაციო ბუკლეტები, ჟურნალები და 2011 წლის კალენდრები დაურიგეს.

მსგავსი აქციის ჩატარება საქართველოს დანარჩენ რაიონებშიც იგეგმება.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში