ყვარელში კიდევ ერთი ნოტარიუსი დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ყვარელს კიდევ ერთი ნოტარიუსი შეემატა. აღნიშნული რაიონის მოსახლეობას უკვე ორი ნოტარიუსი მოემსახურება.

2014 წელს დანიშნული შვიდი ნოტარიუსიდან ხუთმა მათგანმა სანოტარო საქმიანობა  რაიონებში დაიწყო. ყვარელი, ახმეტა, დუშეთი, გორი - ეს ის რაიონებია, სადაც ადგილობრივ მცხოვრებთათვის სანოტარო მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ახმეტაში სანოტარო ბიურო გასული წლის ოქტომბრიდან  არ მოქმედებდა, დანარჩენ რაიონებში კი - საკმარისი არ იყო მოსახლეობის სრულფასოვანი მომსახურებისთვის.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სანოტარო მომსახურების გარეშე საქართველოს არც ერთი ქალაქი და რაიონი უნდა დარჩეს. მალე ნოტარიუსი იმ რაიონებსაც (ვანი, ონი, ამბროლაური, ასპინძა, ადიგენი, მესტია, ქედა) ეყოლება, სადაც სანოტარო ბიურო ჯერ კიდევ არ მოქმედებს.

ნოტარიუსთა საკვალფიკაციო გამოცდაში (რომლის პირველი ტურიც ამა წლის 10 თებერვალს ჩატარდა) მონაწილე კანდიდატთაგან 16-მა სანოტარო საქმიანობის დაწყების სურვილი  სწორედ აღნიშნულ რაიოონებში გამოთქვა. გამოცდის პირველი ტური მათგან 9 კანდიდატმა გადალახა. მეორე ტური 18-19 თებერვალს ჩატარდება.

დაინტერესების მიზნით, ასეთი  კანდიდატებისთვის ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე შეღავათებიც დაწესდა, ისინი გამოცდის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდნენ.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა რაიონებში დანიშნულ ნოტარიუსებს დანიშვნის შემდეგაც  მაქსიმალურად უწყობს ხელს სანოტარო საქმიანობის განხორციელებაში. ეხმარება ბიუროს მოწყობასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფაში.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში