ამასთან, ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტებსაც შეხვდნენ და სანოტარო მომსახურებაში დანერგილ სიახლეებზე, ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ სასწავლო ცენტრში აღნიშნული ფაკულტეტის რამდენიმე მაგისტრი გადის ნოტარიუსის სტაჟირებას. ამასთან, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრებსაც მიეცემათ სანოტარო ბიუროებში სასწავლო პრაქტიკის გავლის საშუალება.
როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ აღნიშნა, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა გამოთქვამს მზადყოფნას, სისტემატურად მოაწყოს შეხვედრები და სემინარები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან და გააცნოს მათ სანოტარო საქმიანობასა და კანონმდებლობაში დანერგილი ცვლილებები და სიახლეები. მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებები სტუდენტებს ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებაში დაეხმარება, რაც სამომავლოდ მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.
წლეულს ნოტარიუსთა პალატამ ურთიერთანაშრომლობის მემორანდუმი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტთანაც გააფორმა.
ნოტარიუსთა პალატამ და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ურთიერთანაშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტს შორის დღეს ურთიერთანაშმრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.ამასთან, ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტებსაც შეხვდნენ და სანოტარო მომსახურებაში დანერგილ სიახლეებზე, ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ სასწავლო ცენტრში აღნიშნული ფაკულტეტის რამდენიმე მაგისტრი გადის ნოტარიუსის სტაჟირებას. ამასთან, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრებსაც მიეცემათ სანოტარო ბიუროებში სასწავლო პრაქტიკის გავლის საშუალება.
როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ აღნიშნა, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა გამოთქვამს მზადყოფნას, სისტემატურად მოაწყოს შეხვედრები და სემინარები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან და გააცნოს მათ სანოტარო საქმიანობასა და კანონმდებლობაში დანერგილი ცვლილებები და სიახლეები. მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებები სტუდენტებს ხარისხიანი იურიდიული განათლების მიღებაში დაეხმარება, რაც სამომავლოდ მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.
წლეულს ნოტარიუსთა პალატამ ურთიერთანაშრომლობის მემორანდუმი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტთანაც გააფორმა.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560