ნოტარიუსი ახმეტაშიც დაინიშნა
დღეს ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელობა ახალდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა და სანოტარო საქმიანობის დასაწყებად საჭირო პროცედურები გააცნო. შეხვედრაზე ისაუბრეს სანოტარო ბიუროს მოწყობის სტანდარტებზე, მოქალაქეთა ეფექტურ მომსახურებაზე, ნოტარიუსთა პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასა და ელექტრონულ რეესტრში სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის თაობაზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, წლეულს ხუთი ახალი ნოტარიუსი დაინიშნა. მათგან ოთხი სანოტარო საქმიანობას რაიონებში (გორი, დუშეთი, ახმეტა) დაიწყებს. ახმეტის მოსახლეობას გასული წლის ოქტომბრის შემდეგ აღარ ჰყავდა ნოტარიუსი, დუშეთის რაიონს კი მეორე ნოტარიუსი შეემატა.
2013-2014 წლებში დანიშნული ნოტარიუსების უმრავლესობა სანოტარო საქიანობას ახორციელებს იმ ქალაქებსა თუ რაიონებში, სადაც სანოტარო ბიურო არ მოქმედებდა, ან ნოტარიუსთა რაოდენობა საკმარისი არ იყო.
ნოტარიუსის გარეშე დარჩენილია კიდევ შვიდი (ვანი, ონი, ამბროლაური, ასპინძა, ადიგენი, მესტია, ქედა) რაიონი. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მალე ნოტარიუსი საქართველოს ყველა რაიონს ეყოლება და სანოტარო მომსახურება ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599