უფასო კონსულტაცია ნოტარიუსისგან
დღეიდან ნოტარიუსთა პალატა მოქალაქეებს ახალ სერვისს სთავაზებს - დღეში ერთი საათის განმავლობაში ნოტარიუსები მოქალაქეებს სატელეფონო კონსულტაციებს უფასოდ გაუწევენ.
ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 14-დან 15 საათამდე დარეკეთ ნომერზე : 2 000 778 და მიიღეთ თქვენთვის საჭირო რჩევები კომპეტენტური, პროფესიონალი იურისტებისგან.
ნოტარიუსები მოქალაქეებს ისედაც ხშირად უწევენ კონსულტაციებს უფასოდ. ამიერიდან ეს სისტემატურ ხასიათს მიიღებს.
სატელეფონო ზარები შეუფერხებლად განხორციელდება, რადგან დასახელებულ ნომერს რამდენიმე ნოტარიუსი უპასუხებს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560