ნოტარიუსთა პალატის იურიდიული სამსახურს სამართლებრივი კონსულაციისთვის თვეში 150-მდე მოქალაქე აკითხავს, სატელეფონო კონსულტაციას კი 1000-მდე ადამიანი იღებს. ონლაინ მომსახურება მოქალაქეებს, განსაკუთრებით, უცხოეთში მყოფებს, სამართლებრივი კონსულტაციის მიღებას მეტად გაუმარტივებს.
ნოტარიუსთა პალატის სტრატეგიულ მიზანს მოქალაქეზე ორიენტირება წარმოადგენს. ბოლო პერიოდში დანერგილი სიახლეების შედეგად, ნოტარიუსთა პალატისა და ნოტარიუსთა მომსახურება უფრო ეფექტური, მარტივი და ხარისხიანი გახდა.
ნოტარიუსთა პალატის არქივში დაჩქარებული მომსახურება დანერგვის შემდეგ მოქალაქეს არქივიდან დოკუმენტის მიღება მისთვის სასურველ დროს შეუძლია.
სანოტარო მოქმედების შესრულება უკვე ონლაინ რეჟიმში არის შესაძლებელი: განცხადების, თანხმობისა და მინდობილობა/რწმუნებულების ინტერნეტის მეშვეობით დამოწმება საქართველოს მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლია, გარიგების ორი ან მეტი ნოტარიუსის მონაწილეობით დამოწმება კი - საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან. აღნიშნული სერვისი მომხმარებელს დროისა და ხარჯის დაზოგვის საშუალებას აძლევს.
მოქალაქეთა მომსახურების გამარტივებას ემსახურება, აგრეთვე, წლეულს აპრილიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, სამკვიდროს მიღება უკვე ნებისმიერ ნოტარიუსთან არის შესაძლებელი (აქამდე სამკვიდროს მისაღებად განაცხადის შეტანა მხოლოდ უბნის ნოტარიუსთან შეიძლებოდა); ამასთან, იპოთეკით დატვირთულ ქონებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავისას სააღსრულებო ფურცლის მიღება უკვე ნოტარიუსთან, სასამართლოს გვერდის ავლით, შეიძლება.
ნოტარიუსთა პალატა მოქალაქეებს სამართლებრივ კონსულტაციას ონლაინ რეჟიმშიც გაუწევს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში დაინერგა ახალი სერვისი - მოქალაქეებს სამართლებრივი კონსულტაციის მიღება უკვე ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.ნოტარიუსთა პალატის იურიდიული სამსახურს სამართლებრივი კონსულაციისთვის თვეში 150-მდე მოქალაქე აკითხავს, სატელეფონო კონსულტაციას კი 1000-მდე ადამიანი იღებს. ონლაინ მომსახურება მოქალაქეებს, განსაკუთრებით, უცხოეთში მყოფებს, სამართლებრივი კონსულტაციის მიღებას მეტად გაუმარტივებს.
ნოტარიუსთა პალატის სტრატეგიულ მიზანს მოქალაქეზე ორიენტირება წარმოადგენს. ბოლო პერიოდში დანერგილი სიახლეების შედეგად, ნოტარიუსთა პალატისა და ნოტარიუსთა მომსახურება უფრო ეფექტური, მარტივი და ხარისხიანი გახდა.
ნოტარიუსთა პალატის არქივში დაჩქარებული მომსახურება დანერგვის შემდეგ მოქალაქეს არქივიდან დოკუმენტის მიღება მისთვის სასურველ დროს შეუძლია.
სანოტარო მოქმედების შესრულება უკვე ონლაინ რეჟიმში არის შესაძლებელი: განცხადების, თანხმობისა და მინდობილობა/რწმუნებულების ინტერნეტის მეშვეობით დამოწმება საქართველოს მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლია, გარიგების ორი ან მეტი ნოტარიუსის მონაწილეობით დამოწმება კი - საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან. აღნიშნული სერვისი მომხმარებელს დროისა და ხარჯის დაზოგვის საშუალებას აძლევს.
მოქალაქეთა მომსახურების გამარტივებას ემსახურება, აგრეთვე, წლეულს აპრილიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, სამკვიდროს მიღება უკვე ნებისმიერ ნოტარიუსთან არის შესაძლებელი (აქამდე სამკვიდროს მისაღებად განაცხადის შეტანა მხოლოდ უბნის ნოტარიუსთან შეიძლებოდა); ამასთან, იპოთეკით დატვირთულ ქონებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავისას სააღსრულებო ფურცლის მიღება უკვე ნოტარიუსთან, სასამართლოს გვერდის ავლით, შეიძლება.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560