ნოტარიუსთა პალატასა და GIZ-ს შორის თანამშრომლობა გრძელდება
საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დღეს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრაზე ნოტარიუსთა პალატასა და GIZ-ს შორის თანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრეს.
ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა სტუმრებს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, 2013 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშიც წარუდგინეს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან, რამდენიმე წელია, აქტიურად თანამშრომლობს. გასულ წელს, GIZ-ს მხარდაჭრით, არაერთი პროექტი განხორციელდა საქართველოს ნოტარიატის განვითარებისა და გერმანიის ნოტარიატის გამოცდილების გაზიარების მიზნით. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება განსაკუთრებით აქტიურად იყო ჩართული საქართველოში სანოტარო მედიაციის დანერგვისა და მედიტორი ნოტარიუსების მომზადების პროცესში.
2014 წელს თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გრძელდება. დაიგეგმა სამომავლო პროექტებიც სამართალშემოქმედების, სანოტარო მედიაციის დახვეწის კუთხით. ასევე, მომზადდება „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინქტრუქციის კომენტარები ელექტრონული ფორმით, რაც ნებისმიერი პროფესიის მოქალაქეს საშუალება მისცემს, სანოტარო საქმიანობის პროცედურების შესახებ დეტალური განმარტებები მიიღოს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599