სემინარები ნოტარიუსებისთვის
დღეს ნოტარიუსებისთვის საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში სემინარები დაიწყო. სემინარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ატარებენ.
სწავლების თემაა: „განაცხადებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ რეესტრში ნოტარიუსის მიერ სავალდებულო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულების განაცხადის წარდგენა“.
2014 წლის 28 იანვრიდან, სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იპოთეკის ხელშეკრულება მხოლოდ სანოტარო წესით უნდა დამოწმდეს (ეს პირობა არ ვრცელდება ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სადეპოზიტო დაწესებულებებზე).
ამასთან, იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების გარდა, ნოტარიუსმავე უნდა უზრუნველყოს იპოთეკის საჯარო რეესტრში რეგისტრაციაც.
სემინარის მიზანია, ნოტარიუსებმა შეუფერხებლად შეძლონ რეგისტრაციის პროცედურების განხორციელება. სწავლებას საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ნოტარიუსი გაივლის.
შესაბამისად, სანოტარო ბიუროში მისული მოქალაქე მომსახურებას მარტივად და კომფორტულად მიიღებს - იპოთეკის ხელშეკრულებას გააფორმებს და დაარეგისტრირებს სანოტარო ბიუროდან გაუსვლელად.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599