ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ ნოტარიუსებს გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ ნოტარიუსებს საერთო კრებაზე 2013 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

გასულ წელს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის მთავარ პრიორიტეტს სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენდა. ამ მიზნით, ახალი ნოტარიუსები დაინიშნენ იმ ქალაქებსა თუ რაიონებში, სადაც სანოტარო ბიურო არ მოქმედებდა, ან ნოტარიუსთა რაოდენობა არ იყო საკმარისი მოსახლეობის მომსახურებისთვის. სანოტარო სერვისები ხელმისაწვდომი უნდა უნდა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქისთვის. მას ამისთვის ზედმეტი თანხისა და დროის დახარჯვა არ უნდა უწევდეს.

გასულ წელს გაწეული საქმიანობიდან, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო  ახალი სანოტარო სერვისის - სანოტარო მედიაციის დანერგვა. ნოტარიუსს დაემატა ახალი - სამოქალაქო დავების შემთხვევაში, მედიატორის (მომრიგებლის) ფუნქცია. ანუ, მოქალაქეეებს შეუძლიათ,  სამოქალაქო ხასიათის დავები, სასამართლოს ნაცვლად, ნოტარიუსის დახმარებით, უფრო მარტივად და იაფად მოაგვარონ.

ნოტარიუსის ფუნქციური დატვირთვის, სანოტარო სერვისების ხელმისაწავდომობის გაზრდა და გამარტივება - ერთობლივად, სანოტარო მომსახურების ეფექტურობას მნიშვნელოვნად ზრდის.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის ანგარიშში, ასევე, ყურადრება გამახვილებულია საერთაშორისო ურთიერთობის გაღრმავების კუთხით ჩატარებულ ღონისძიებებზე. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი 2007 წლიდან გახდა და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს და მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციებს, შეხვედრებს. 2014 წლის შემოდგომაზე თბილისში,  ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიუსთა კონფერენციაც ჩტარდება.

ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებაზე ნოტარიუსთა პალატის 2014 წლის ბიუჯეტიც დამტკიცდა.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში