ნოტარიუსთა საერთაშორისო სემინარზე ქართული ნოტარიატის მიღწევებზეც ისაუბრეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიუსებისთვის გერმანიაში (მიუნხენში) გამართულ სემინარში მონაწილეობდა. სამდღიანი სემინარის მთავარი თემა იყო: ნოტარიუსთა როლი თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფისთვის. ამასთან, სემინარის მონაწილეებმა ისაუბრეს ნოტარიატის როლზე დემოკრატიულ საკანონმდებლო სისტემებში, ნოტარიატსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე, სანოტარო საქმიანობაში დანერგილ სიახლეებსა და დანაშაულის პრევენციაზე.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა კოლეგებს ქართული ნოტარიატის მიღწევები და სანოტარო კანონმდებლობის სიახლეები გააცნეს. საქართველოში მოქალაქეთა მომსახურების გამარტივების მიზნით დანერგილმა სიახლეებმა სემინარის მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია. ისრაელის, უკრაინის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლებმა  გამოთქვეს სურვილი,  ესტუმრონ საქართველოს და პირადად გაეცნონ იმ სიახლეებს, რაც ნოტარიატისათვის ნოვაციას წარმოადგენს.  სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყება.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში