საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2013 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

2013 წელი საქართველოს ნოტარიატისთვის გამოირჩეოდა ნოვაციური სანოტარო სერვისის დანერგვით, მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზდით,  საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებით. ნოტარიუსთა პალატის მთავარი პრიორიტეტები არ იცვლება -  ხარისხიანი, გამარტივებული, უსაფრთხო, ხელმისაწვდომი სერვისების დანერგვა და დახვეწა.

ნოტარიუსი საქართველოში 30-მდე ფუნქციას ასრულებს. არის ფუქციები, რომელიც ექსკლუზიურად ნოტარიუსის კომპეტენციაა. სერვისების ნაწილი ექსკლუზიური არ არის, სამაგიეროდ, ნოტარიუსთან მიმართვის შემთხვევაში დაცვისა და უსაფრთხოების გარანტიები მეტია. ამასთან, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტარო მოქმედებები ონლაინ რეჟიმში სრულდება. 

გასული წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე 1 345 158  ამდენი სანოტარო მოქმედება შესრულდა.

39 400 სანოტარო აქტი ინტერნეტის მეშვეობით დამოწმდა. 2010 წლიდან ონლაინ რეჟიმში მოწმდება განცხადება, თანხმობა, მინდობილობა/რწმუნებულება, ასევე, გარიგება, ოღონდ, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

23 899 სამკვიდრო მოწმობა გაიცა. სამკვიდრო მოწმობა  მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია, რომელსაც გასცემს მხოლოდ ნოტარიუსი. იმისთვის რომ მემკვიდრეობით დანატოვარი ქონების მესაკუთრე გახდეთ,  აუცილებელია, გქონდეთ სამკვიდრო მოწმობა;

1 983 ანდერძი დამოწმებდა სანოტარო წესით. ანდერძი გარდაცვლილი პირის ქონების სხვა პირთათვის (როგორც მემკვიდრეების, ასევე გარეშე პირებისთვის) გადაცემის ერთ-ერთი ფორმა. მოსალოდნელი გაუგებრობისა და რისკებისგან თავის დაცვის მიზნით, სასურველია, ანდერძი დამოწმდეს სანოტარო წესით;

7 948 იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა ნოტარიუსთან. იპოთეკის ხელშეკრულებით განისაზღვრება ვალდებულება მოვალესა და კრედიტორს (იპოთეკარს) შორის. იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება, როგორც კრედიტორისთვის, ასევე, მოვალისთვის, სანდოობის, უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენს.

 

ახალი სანოტარო სერვისი - სანოტარო მედიაცია

სანოტარო მედიაცია საქართველოში 2013 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა. სანოტარო მედიაცია სამოქალაქო დავების (საოჯახო, სამემკვიდრეო, სამეზობლო, ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის...) მოგვარების ალტერნატიული ფორმაა. მოდავე მხარეები, სასამართლოს ნაცვლად, მიდიან მედიატორ ნოტარიუსთან, რომელიც მათ ეხმარება  მოლაპარაკების დაწყებასა და დავის მორიგებით დასრულებაში. მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ დგება სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი - სანოტარო აქტი. აღნიშნული აქტით განსაზღვრულია მოდავეთა ვალდებულებები.

სანოტარო მედიაციის პროცესი შესაძლებელია, შესრულდეს, მოდავე მხარეები მოთხოვნის შესაბამისად, როგორც სანოტარო ბიუროში, ასევე, მის გარეთ.

მედიატორის ფუნქციის შესრულება ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ 170 ნოტარიუსს შეუძლია. მათი კოორდინატები განთავსებულია ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე. 

სანოტარო მედიაციას, როგორც დავის მოგვარების ალტერნატიულ გზას, ბევრი უპირატესობა აქვს:  პროცესი ტარდება  კომფორტულ გარემოში, მოდავეებს შეუძლიათ წინასწარ, ინტერნეტის მეშვეობით, დაჯავშნონ ნოტარიუსთან ვიზიტი და არ მიუწიოთ ლოდინი; მოლაპარაკების პროცესში გაჟღერებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია; მოდავეები დახმარებას იღებენ კვალიფიციური და მიუკერძოებელი იურისტისებისგან; შესაბამისად, დავა ხშირად არა მხოლოდ მორიგებით, არამედ შერიგებითაც სრულდება; ამასთან, მედიაციის საზღაური ნოტარიუსსა და მოდავეთა შორის მოლაპარაკების შედეგად განისაზღვრება.

 

ნოტარიუსი საქართველოს ყველა რეგიონს

გასულ წელს საქართველოს 11 რეგიონიდან, სადაც სანოტარო ბიურო არ მოქმედებდა, 8 რეგიონში დაინიშნა ნოტარიუსი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. ამიტომაც, გასულ წელს დანიშნული ნოტარიუსების უმრავლესობა სანოტარო მოქმედებას ახორცილებს იმ ქალაქებსა და რაიონებში, სადაც საერთოდ არ მოქმედებდა სანოტარო ბიურო, ან ნოტარიუსთა რაოდენობა არასაკმარისი იყო მოსახლეობის სრულფასოვანი მომსახურებისთვის.

რეგიონებში დანიშნულ ნოტარიუსებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მაქსიმალურად ეხმარება ბიუროს მოწყობაში, ტექნიკურად აღჭურვასა და სანოტარო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში.

 

ქმედუუნაროთა ელექტრონული ბაზა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ საქართველოს ქმედუუნარო მოქალაქეთა ელექტრონულ ბაზა შექმნა, რაც სანოტარო მოქმედების შესრულებისას მოქალაქეთა უსაფთხოების დაცვის დამატებითი მექანიზმია.  

ნოტარიუსი, ნებისმიერი სანოტარო მოქმედების შესრულებისას, ამოწმებს მონაწილე პირთა ქმედუნარიანობას მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით. გადამოწმება განსაკუთრებით აქტუალურია გარიგებების გაფორმების დროს. აღნიშნული ელექტრონული ბაზის შექმნა ნოტარიუსს მნიშვნელოვნად გაუადვილებს სანოტარო საქმიანობას. შესაბამისად, გამარტივდება მოქალაქეთა (მათ შორის ქმედუუნარო მოქალაქეების) ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვაც.

სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებულ სრულწლოვან მოქალაქეთა მონაცემები ნოტარიუსთა პალატას სოციალური მომსახურების სააგენტომ გადმოსცა.

 

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი 2010 წელს შეიქმნა. მის ძირითად ფუქციას ნოტარიუსობის მსურველ სტაჟიორთა მომზადება, ნოტარიუსებისა და მათი თანაშემწეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა წარმოადგენს.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში მომზადებული სტაჟორებიდან 50 უკვე დაინიშნა ნოტარიუსად და წარმატებით ახორციელებს სანოტარო საქმიანობას.

ამჟამად სასწავლო ცენტრში სტაჟირებას გადის 33 იურიდიული განათლების მქონე პირი.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების გავლა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. სტაჟირება 8-თვიანია და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწალებას. ორივე კურსის დასრულების შემდეგ სტაჟიორი საფუძვლიანად ფლობს სანოტარო საქმიანობისთვის აუცილებელ თეორიულ ცოდნასა თუ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი ნოტარიუსთა თანაშემწეობის მსურველებსაც მსგავსი პრინციპით ამზადებს. თანაშემწეთა სასწავლო კურსზე  გადიან თეორიულ სწავლებას (სანოტარო და სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას), ეფექტური მომსახურების უნარ-ჩვევებსა და პრაქტიკულ კურსს სანოტარო ბიუროებში. ნოტარიუსის თანაშემწეთა მოსამზადებელი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულთა მონაცემები თავსდება ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე, ნოტარიუსის თანაშემწეთა ელექტრონულ რეესტრში. ნოტარიუსი თანაშემწეს აღნიშნული ბაზიდან არჩევს. სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულთაგან 14 დასაქმდა სანოტარო ბიუროში.

გასულ წელს სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ნოტარიუსთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რამდენიმე სემინარი ჩატარდა.

აქტიურად გაგრძელდა თანამშრომლობა უმაღლეს სასწავლებლებთან. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სემინარები ჩატარდა სანოტარო მედიაციასა და სანოტარო კანონმდებლობაში.

 

საერთაშორისო ურთიერთობის გაღრმავება

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი 2007 წლიდან გახდა და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს და მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციებს, შეხვედრებს.

ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი 86 ქვეყნის ნოტარიატი დაფუძლებულია ლათინური ნოტარიატის პრონციპებზე. ეს კი გულისხმობს, რომ ნოტარიატი ქვეყანაში სამართლებრივი ურთოერთობების დარეგულირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია. ნოტარიუსი სანდო, მიუკერძოებელი მრჩეველია და უზრუნველყოფს მოქალაქეთა უფლებისა და ქონების უსაფრთხოდ დაცვას.

აქტიური საერთაშორისო კავშირები ხელს უწყობს საქართველოს ნოტარიატში აღიშნული პრინციპების უკეთ დამკვიდრებას, ნოტარიატში დანერგილი რეფორმების, სიახლეების შესახებ გამოცდილების გაზიარებას. ამ კუთხით 2013 წელი აქტიური წელი იყო.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი დავით ოყროშიძე ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალურ საბჭოს წევრად აირჩიეს;  

ნოტარიუსთა პალატის წევრები მონაწილეობდნენ 14-15 მარტს ბერლინში ჩატარებულ ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციაში; ასევე, პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში;

ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია ოფიცილური ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთის ნოტარიუსთა უმაღლეს საბჭოში; შემდგომში კი საფრანგეთის ნოტარიუსთა უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. ვიზიტების მიზანი იყო საქართველოს და საფრანგეთის ნოტარიატებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში