იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სანოტარო მედიაციის უპირატესობას ეცნობიან

საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში  უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის სანოტარო მედიაციის თემაზე სამდღიანი სემინარი დაიწყო.

სემინარი ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის ორგანიზებით ტარდება და მას 30-მდე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ესწრება. თემა- სანოტარო მედიაცია- სტუდენტების ინიციატივით შეირჩა.

სემინარს ატარებენ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამეგობის წევრი ეკატერინე შენგელია და უნივერსიტეტის „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი“-ს წარმომადგენელი გიორგი ჩალაძე.

ახალი სანოტარო სერვისი, სანოტარო მედიაცია საქართველოში 2013 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა. სანოტარო მედიაცია სამოქალაქო დავების (საოჯახო, სამემკვიდრეო, სამეზობლო, ქონებრივ ვალდებულებებთან დაკავშირებული...) მოგვარების ალტერნატიული ფორმაა. მოდავე მხარეები, სასამართლოს ნაცვლად, მიდიან მედიატორ ნოტარიუსთან, რომელიც მათ ეხმარება მოლაპარაკების დაწყებასა და დავის მორიგებით დასრულებაში. მედიაციის პროცესის დასრულების შემდეგ დგება სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი - სანოტარო აქტი. აღნიშნული აქტით განსაზღვრულია მოდავეთა ვალდებულებები.

სანოტარო მედიაციის პროცესი შესაძლებელია, შესრულდეს მოდავე მხარეები მოთხოვნის შესაბამისად, როგორც სანოტარო ბიუროში, ასევე მის გარეთ.

მედიატორის ფუნქციის შესრულება ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ 170 ნოტარიუსს შეუძლია. მათი კოორდინატები განთავსებულია ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე. 

სანოტარო მედიაციას, როგორც დავის მოგვარების ალტერნატიულ გზას, ბევრი უპირატესობა აქვს:  პროცესი ტარდება  კომფორტულ გარემოში, მოდავეებს შეუძლიათ წინასწარ, ინტერნეტის მეშვეობით, დაჯავშნონ ნოტარიუსთან ვიზიტი და არ მოუწიოთ ლოდინი; მოლაპარაკების პროცესში გაჟღერებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია; მოდავეები დახმარებას იღებენ კვალიფიციური და მიუკერძოებელი იურისტისებისგან; შესაბამისად, დავა ხშირად არა მხოლოდ მორიგებით, არამედ შერიგებითაც სრულდება; ამასთან, მედიაციის საზღაური ნოტარიუსსა და მოდავეთა შორის მოლაპარაკების შედეგად განისაზღვრება.

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სანოტარო მედიაციის თემით აქტიურად ინტერესედებიან. აღნიშნული სერვისის ამოქმედების შემდეგ ნოტარიუსთა პალატაში 12 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს ჩაუტარდათ სემინარები.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში