ნოტარიუსებისა და აღმასრულებლებისთვის ანაკლიაში სემინარი ჩატარდა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ სასტუმრო „ანაკლიაში“ ნოტარიუსებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლებისთვის სემინარი გამართა. შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსი ბაჩანა შენგელია და  ნოტარიატის სამმართველოს უფროსი დავით მაისურაძეც დაესწრნენ. სემინარის თემა იყო სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
2010 წლის პირველი აპრილიდან „ნოტარიატის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების თანახმად, იპოთეკით დატვირთულ ქონებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავისას, მოქალაქე სააღსრულებო ფურცელს გამარტივებული წესით იღებს. ანუ  ნოტარიუსთან იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას, მოქალაქეს შეუძლია,  ხელშეკრულებაში სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობის ჩადება მოითხოვოს, რაც იმას ნიშნავს, რომ იპოთეკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავისას, დაზარალებული მოქალაქე სააღსრულებო ფურცელს პირდაპირ ნოტარიუსთან, სასამართლოს გვერდის ავლით, იღებს.
2010 წლის პირველ აპრილამდე ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს მხოლოდ დაგირავებული ქონების რეალიზაციის საფუძველზე გასცემდა.
როგორც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ ლალი გზირიშვილმა აღნიშნა, სემინარი ხელს შეუწყობს ზემოთ აღნიშნული სიახლის პრაქტიკაში უფრო აქტიურად დანერგვას.
 შეხვედრის მონაწილეებმა სააღსრულებო ფურცლის ახალი ფორმაც შეიმუშავეს.
წლეულს პირველი აპრილიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე ნოტარიუსის მიერ 169  სააღსრულებო ფურცელი გაიცა.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში