ნოტარიუსთა პალატაში მოქალაქეთა მომსახურება გრძელდება
საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში ნოტარიუსთა პალატის არქივის მომსახურება თბილისის იუსტიციის სახლის საქმიანობის აღდგენამდე გაგრძელდება.
ნოტარიუსთა პალატის არქივში უფლებამოსილებაშეჩერებული ნოტარიუსების მიერ ნაწარმოები დოკუმენტაცია ინახება და ამ დოკუმენტების დამოწმებული ასლები, ან დოკუმენტების შინაარსის შესახებ ინფორმაცია გაიცემა. არქივში დაცული დოკუმენტები მოქალაქეებს ესაჭიროებათ ნოტარიუსთან, სასამართლოში, თვითმართველობის ორგანოში... წარსადგენად.
2012 წლამდე ნოტარიუსთა პალატის არქივის მომსახურებას მოქალაქეები ნოტარიუსთა პალატის ოფისში იღებდნენ. 2012 წლიდან აღნიშნული სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლებიდან შეიძლება.
თბილისის იუსტიციის სახლის საქმიანობის აღდგენამდე, ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლები მოქალაქეებს სრული დატვირთვით მოემსახურებიან.
ამასთან, ნოტარიუსებიც აქტიურად არიან ჩართულნი, რათა მოქალაქეთა მომსახურება არ შეფერხდეს. საჯარო რეესტრის სერვისის, კერძოდ, უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ განცხადებების მიღება შესაძლებელია თბილისში მოქმედ ნებისმიერ ავტორიზებულ ნოტარიუსებთან.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599