იუსტიციის მინისტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომლებს შეხვდა
3 დეკემბერს,
განსაკუთრებული
საჭიროებების
მქონე
პირთა
საერთაშორისო
დღესთან
დაკავშირებით,
საქართველოს
იუსტიციის
მინისტრი
თეა
წულუკიანი
იუსტიციის
სამინისტროსა
და
მის
გამგებლობაში
შემავალ
საჯარო
სამართლის
იურიდიულ
პირებში
მომუშავე
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
თანამშრომლებს
შეხვდა.
ღონისძიებას
ესწრებოდნენ,
აგრეთვე, ყველა
იმ
სსიპ-ის: ნოტარიუსთა პალატის, საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოების, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ეროვნული არქივისა და სმართ ლოჯიქის − ხელმძღვანელები, სადაც განსაკუთრებული
საჭიროებების
მქონე
პირები
არიან
დასაქმებული.
თეა
წულუკიანმა
თანამშრომლებს
შეზღუდული
შესაძლებლობების
მქონე
პირების
საერთაშორისო
დღე
მიულოცა,
რომელიც
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
ინიციატივით
1992 წლიდან
აღნიშნება.
მინისტრმა
და
სამინისტროს
სამსახურების
ხელმძღვანელებმა
მათ
საჩუქრები
გადასცეს
− სპეციალიზებული
სავარძლები,
ადაპტირებული
სამუშაო
მაგიდები
მათი
საჭიროებებისა
და
ინტერესების
გათვალისწინებით
შეირჩა.
იუსტიციის
სამინისტროსა
და
მის
უწყებებში
განსაკუთრებული
საჭიროებების
მქონე
23 პირია
დასაქმებული.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი სალომე გარუჩავა 2009 წლიდან მუშაობს. მას გადაადგილების
უნარი შეზღუდული აქვს და სახლიდან გაუსვლელად, სატელეფონო მომსახურებას უწევს მოქალაქეეებს
- ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, ეხმარება სანოტარო აქტის რეგისტრაციის გადამოწმებაში.
შეზღუდული
შესაძლებლობების
პირთა
დასაქმების
სოციალური
პროგრამა
უწყებამ
6 წლის
წინ
დაიწყო.
პროექტის
დანერგვა
სამინისტროს
სამსახურებში
საინფორმაციო
და
საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების
განვითარების
შემდეგ
მოხერხდა
− ელექტრონულ
საქმისწარმოებაზე
გადასვლამ
შეზღუდული
შესაძლებლობების
მქონე
პირებს
დისტანციურად
მუშაობისა
და
პროცედურების
ინტერნეტის
მეშვეობით
განხორციელების
შესაძლებლობა
მისცა.
მათი
ნაწილი
სამსახურებრივ
უფლებამოსილებას
საკუთარი
საცხოვრებელი
სახლიდან
გაუსვლელად
ახორციელებს,
რადგან
გადაადგილება
მათთვის
დამატებით
სირთულეებს
უკავშირდება.
ოპტიმალური
სამუშაო
პირობების
შექმნაზე
სახლებში
იუსტიციის
სამინისტრომ
იზრუნა
და
მათ
კომპიუტერული
და
საოფისე
ტექნიკა
გადასცა.
განსაკუთრებული
საჭიროებების
მქონე
პირები
სამინისტროს
თანამშრომლებისათვის
განკუთვნილი
სადაზღვევო
პაკეტითაც
სარგებლობენ.
იუსტიციის
სამინისტროსა
და
მისი
სამსახურების
ადმინისტრაციულ
შენობათა
უმრავლესობა
სრულადაა
ადაპტირებული
შეზღუდული
შესაძლებლობების
მქონე
პირებისათვის.
სურვილის
შემთხვევაში,
მათ
შეუძლიათ,
საკუთარი
უფლება-მოვალეობები
ოფისიდანაც
განახორციელონ,
დამოუკიდებლად
გადაადგილდნენ
და
ისარგებლონ
სპეციალურად
მათ
საჭიროებებზე
მორგებული
საოფისე
ინვენტარით,
რაც
მათი
სამუშაო
გარემოს
კომფორტულობას
უზრუნველყოფს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599