საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსის სტაჟიორთა კონკურსი 14 სექტემბერს გამოაცხადა. საბუთების მიღების ბოლოს ვადაა 22 ოქტომბერი. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად ტესტირების სახით პროფესიულ და ზოგად უნარებში.
სტაჟიორთა როგორ მიღება, ასევე მომზადება ხდება ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში.
სტაჟირება ერთ-ერთი წინაპირობაა ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებად და მიზნად ისახავს ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად კადრების მომზადებას.
ნოტარიუსის სტაჟირება რვათვიანია და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს.
თეორიული სწავლება მოიცავს სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებისა და ნოტარიუსად მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესწავლას, პრაქტიკულ კურსს კი სტაჟიორები ნოტარიუსებთან სანოტარო ბიუროებში გაივლიან. ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი მსგავს შეხვედრებს განაგრძობს და ზემოთ აღნიშულ საკითხებთან დაკავშირებით, პრეზენტაციას სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუნდეტებთანაც მოაწყობს.
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრმა სტუდენტებისთვის პრეზენტაცია მოაწყო
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრმა “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის (მაგისტრანტებისთვის) პრეზენტაცია მოაწყო. შეხვედრის თემა იყო: ნოტარიუსის სტაჟიორთა კონკურსი, სტაჟირების პირობები, მოთხოვნები და მნიშვნელობა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად.საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსის სტაჟიორთა კონკურსი 14 სექტემბერს გამოაცხადა. საბუთების მიღების ბოლოს ვადაა 22 ოქტომბერი. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად ტესტირების სახით პროფესიულ და ზოგად უნარებში.
სტაჟიორთა როგორ მიღება, ასევე მომზადება ხდება ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში.
სტაჟირება ერთ-ერთი წინაპირობაა ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დასაშვებად და მიზნად ისახავს ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად კადრების მომზადებას.
ნოტარიუსის სტაჟირება რვათვიანია და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს.
თეორიული სწავლება მოიცავს სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებისა და ნოტარიუსად მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესწავლას, პრაქტიკულ კურსს კი სტაჟიორები ნოტარიუსებთან სანოტარო ბიუროებში გაივლიან. ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრი მსგავს შეხვედრებს განაგრძობს და ზემოთ აღნიშულ საკითხებთან დაკავშირებით, პრეზენტაციას სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუნდეტებთანაც მოაწყობს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ოქტომბერი
560