ყაზახეთის წარმომადგენლებს ქართული ნოტარიატის გამოცდილება გააცნეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატას დღეს ყაზახეთიდან ორგანიზაცია  „ნაციონალური ინფორმაციული ტექნოლოგიების“ წარმომადგენლები ეწვივნენ. აღნიშნული ორგანიზაცია უზრუნველყოფს ყაზახეთის ნოტარიუსთა პალატის ელექტრონული სისტემის განვითარებას.

პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა თეა აბრამიძემ მათ ქართული ნოტარიატში განხორციელებული რეფორმები, კერძოდ, ელექტრონული სანოტარო სერვისები  გააცნო.

საქართველოში 2009 წლიდან ნებისმიერი სანოტარო აქტი უკვე ელექტრონულად რეგისტრირდება. ამასთან, არსებობს არქივში დაცული ანდერძებისა და სამემკვიდრეო საქმეების სრული ელექტრონული ბაზაც.

სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრის ამოქმედების შემდეგ არაერთი სანოტარო ონლაინ სერვისის დანერგვა გახდა შესაძლებელი. ინტერნეტის მეშვეობით მოწმდება განცხადება, თანხმობა, მინდობილობა/რწმუნებულება მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან; ასევე, გარიგება -  (ნასყიდობის, იპოთეკის, ქირავნობის, სესხის... ხელშეკრულებები) ოღონდ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

ონლაინში შესაძლებელია სამეწარმეო და არასამეწარმეო  იურიდიული პირების, ამხანაგობების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების  დამფუძნებელ და მმართველ ორგანოთა კრების ოქმების სანოტარო წესით დამოწმება.

ასევე, ინტერნეტის მეშვეობით ხდება ნოტარიუსთან ვიზიტის დაჯავშნა.

ყაზახეთის ნოტარიუსთა პალატას სანოტარო მოქმედებათა სრულყოფილი ელექტრონული ბაზა ჯერ არ გააჩნია. შესაბამისად,  საქართველოს ნოტარიატის გამოცდილების გაზიარება მისთვის მნიშვნელოვანია.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში